Change Inspire 2026: ხვალ ტექნოლოგიური გიგანტები თბილისში შეიკრიბებიან

Change Inspire 2026: ხვალ ტექნოლოგიური გიგანტები თბილისში შეიკრიბებიან

ხვალ, 1 ივლისს, თბილისი გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და 1000-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლებს.

 

1 ივლისს, სასტუმრო „Pullman Tbilisi, Axis Towers“-ში, HT Solutions-ის ორგანიზებით, სტარტს აიღებს Change Inspire 2026. წლევანდელი კონფერენცია განსაკუთრებული მასშტაბით გამოირჩევა, ის უმასპინძლებს 50-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებიდან. სალექციო და პრაქტიკული სესიები პარალელურ რეჟიმში, ოთხ სხვადასხვა სცენაზე (მთავარ, ტექნიკურ და ორ პრაქტიკულ სივრცეებში) წარიმართება.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა “Big Tech. Global Legends. One Future.” – როგორ აყალიბებენ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიები და ინოვაციური გადაწყვეტილებები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მომავალს.

Change Inspire 2026-ის ერთ-ერთი მთავარი სპიკერია ბრუნო ტრენტინი (Bruno Trentini), მანქანური სწავლების წამყვანი მკვლევარი, კომპანია NVIDIA-დან და ოქსფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორანტი. ის ორ აქტუალურ თემას წარადგენს: “How AI is Transforming Healthcare and Shaping the Future of Digital Biology” და “The Building Blocks of Agentic AI”.

მთავარ სცენაზე ასევე წარდგება ჯორდი ბოტიფოლი (Jordi Botifoll), ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ EMEA-ს და განვითარებადი ბაზრების მიმართულებით, კომპანიიდან Palo Alto Networks, რომელიც ისაუბრებს თანამედროვე კიბერუსაფრთხოების გამოწვევებსა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ორგანიზაციების დაცვის ახალ სტრატეგიებზე.

Change Inspire 2026-ის გენერალური პარტნიორია თიბისი (TBC), რომლის მხარდაჭერითაც კონფერენცია კიდევ უფრო ფართო ფორმატში იმართება. თიბისი ღონისძიებაზე საკუთარი სპიკერებითა და ტექნოლოგიური ხედვით წარდგება და დამსწრეებს გაუზიარებს AI-ის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებს.

Change Inspire უკვე წლებია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ტექ-კონფერენციას, რომელიც საქართველოში აერთიანებს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, ბიზნესსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. წლევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ისეთი გლობალური გიგანტები, როგორებიც არიან: NVIDIA, Google Cloud, Microsoft, Amazon Web Services (AWS) და სხვა.

მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ თავად დაგეგმონ საკუთარი დღე და აირჩიონ მათთვის საინტერესო სესიები. კონფერენციის სრული აგენდა და სპიკერების განახლებული სია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებსაიტზე.

📋 კონფერენციის სრული აგენდა: https://changeinspire.ge/schedule

📅 თარიღი და ლოკაცია: 1 ივლისი, Pullman Tbilisi, Axis Towers