ჩინეთი ავსტრალიურ ღვინოზე 200%-იან ტარიფს აწესებს

ჩინეთი ავსტრალიურ ღვინოზე 200%-იან ტარიფს აწესებს

ჩინეთი ავსტრალიურ ღვინოზე 200%-იან ტარიფს აწესებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ახალი ტარიფი, რომელიც 200%-ს სცდება, ხვალიდან ამოქმედდება. როგორც ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, ტარიფის დაწესება დროებით ანტიდემპინგურ ზომას წარმოადგენს, რათა ავსტრალიიდან ჩინეთში სუბსიდირებული იმპორტი შეჩერდეს. კერძოდ, როგორც ჩინეთის მთავრობაში განმარტავენ, ქვეყანაში ავსტრალიური ღვინო უფრო იაფად იყიდება და ამის მიზეზი ავსტრალიის მიერ სუბსიდირებაა.

ტარიფები 107%-დან 212%-მდე იქნება, ანალიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯი ორ ქვეყანს შორის არსებული კავშირების დაძაბვას იწვევს.

ცნობისთვის, ჩინეთი ავსტრალიური ღვინის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.

ამასთან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პეკინმა სხვა ავსტრალიური პროდუქტების იმპორტზეც დააწესა რეგულაციები, მათ შორის ქვანახშირის, შაქრის, თევზის სახეობებისა და სხვა სახის პროდუქტზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *