ჩინეთის ინვესტიციების კორპორაცია (China Investment Corp), რომელიც ქვეყნის სუვერენულ ფონდს წარმოადგენს, უფრო მოქნილი აქტივებს ეძებს ბაზარზე, ვინაიდან მას სურს გრძელვადიანი სარგებლის მიღების უზრუნველყოფა. ამის შესახებ ქვეყნის $941–მილიარდიანი სუვერენული ფონდის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი ჟაო ჰაიინგი აცხადებს.
ბოლო თვეების განმავლობაში კომპანიამ გაზარდა ინვესტიციები. ფონდმა დაამატა აქციები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე გაზარდა წარმომადგენლობა აზიის რეგიონში. გასულ წელს კი საზღვარგარეთ განხორციელებულმა ინვესტიციებმა ფონდს 17%-ი უკან დაუბრუნა. დაახლოებით მსგავსი მოგება ნახა კომპანიამ 2017 წელსაც (17.6%).
პეკინში დაფუძნებულ ფონდს თავისი საინვესტიციო სტრატეგიები აქვს. კომპანია გეგმავს ახალი ალტერნატივების უზრუნველყოფას, ასევე პირდაპირი ინვესტიციების გაზრდას გლობალური აქტივების 50%-ით 2022 წლისთვის.
“როგორც გრძელვადიანმა ინვესტორმა, ჩვენ გვსურს ზრდაში ჩავდოთ ინვესტიცია. გამომდინარე ბევრი გარე შოკიდან, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ფოკუსირება მოვახდინოთ უფრო მოქნილ სფეროებზე, სტრატეგიებსა და თემებსა და ავიცილოთ თავიდან მყიფე სფეროები“, – განაცხადა ფონდის ვიცეპრეზიდენტმა.
სუვერენულ ფონდებს პანდემიამ და გლობალური ნავთობბაზრის ჩამოშლამ უდიდესი პრობლემები მოუტანა. ნორვეგია მაგალითად, გეგმავს სუვერენული ფონდიდან დაახლოებით $38.2 მლრდ მიმართოს სწორედ შექმნილი პრობლემების გამოსწორებისკენ.
ჩინეთის სუვერენული ფონდის ვიცეპრეზიდენტის თქმით, განვითარებად ბაზრებზე კიდევ უფრო ნაკლებად სტაბილური ვითარებაა. მან მთავრობებს უფრო მეტად თანამშრომლობისკენ მოუწოდა და გააფრთხილა ყველა, რომ საფრთხის შემცველია არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ამ ვითარებაში.