ჩინეთის IPO ბაზარი $58-მილიარდიანი ბუმით მსოფლიოს ამარცხებს

ჩინეთის IPO ბაზარი $58-მილიარდიანი ბუმით მსოფლიოს ამარცხებს

მიმდინარე წელს, ლონდონიდან ჰონგ-კონგამდე, მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ცენტრებში, აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების ბაზარი მთლიანად შემცირდა. მიუხედავად ამისა, ჩინეთის ბაზარი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.

2022 წელს, კონტინენტური ჩინეთის ბირჟებზე (Beijing Stock Exchange, Shanghai Stock Exchange, Shenzhen Stock Exchange) აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებები (IPO) $57.8 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ამ პერიოდისთვის. მხოლოდ იანვრიდან $1 მილიარდზე მეტი მოცულობის ხუთი IPO დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ თითო იყო ნიუ-იორკისა და ჰონგ-კონგის ბაზარზე, ლონდონს კი არცერთი არ ეკუთვნოდა.

ჩინეთის IPO ბაზარი დაუპირისპირდა ისეთ წინააღმდეგობებს, როგორიცაა მზარდი საპროცენტო განაკვეთი და აშშ-ის რეცესიის შიში. შეთავაზებები აზიის ეკონომიკაში, რომლის მონეტარული პოლიტიკა ფედერალური სარეზერვო სისტემისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ძირითადად ლოკალური ინვესტორებისკენაა მიმართული.

საინვესტიციო ბანკ Chanson & Co-ს დირექტორის, შენ მენგის განცხადებით, ახლა კომპანიებს უფრო მეტად სურთ IPO-ს განხორციელება, ვიდრე აქამდე, რადგან წლის პირველ ნახევარს სიაში ჩასართავად „უფრო კარგ ფანჯრად“ აღიქვამენ. ბაზარზე სუსტი პერსპექტივა და სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის მოგების გაურკვევლობა, სამომავლოდ მათ სიაში ყოფნას უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის.

ბაზრის ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ჩამონათვალის ზრდა, ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესებითაც შეიძლება აიხსნას, რასაც ვირუსის გამწვავების გამო პეკინის „ნულოვანი კოვიდპოლიტიკა“ განაპირობებს. წამყვანი ლიდერები, მიმდინარე წელს, ოფიციალური ზრდის სამიზნის 5.5%-მდე შემცირება ვარაუდობენ, რაც კოვიდის შემდგომ ეკონომიკური აღდგენის ოპტიმიზმს ამცირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.