კორონავირუსის პანდემიამ ჩინეთი აიძულა შეემცირებინა წლიური ზრდის სამიზნე მაჩვენებელი პირველად 1990 წლის შემდეგ, რაც მან მშპ-ს სამიზნე მაჩვენებლების გამოცხადება დაიწყო.
“ჩვენ არ განგვისაზღვრავს კონკრეტული მიზანი მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის შესახებ, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა არაერთი ფაქტორის წინაშე აღმოჩნდა, რაც რთულს ხდის პროგნოზირებას, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი გაურკვევლობაა, ასევე მსოფლიოს ეკონომიკური და სავაჭრო გარემოებების გამოც“, – განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანმა გასულ კვირას.
ამასთან, ჩინეთის ეკონომიკა ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად 6.8%-ით შემცირდა. პანდემიამ ქვეყანაში შეამცირა ექსპორტის, ინვესტიციების რაოდენობა, ვინაიდან ეკონომიკის ჩაკეტვამ წარმოების დონეზეც და მოთხოვნის შემცირებაზეც იმოქმედა.
ამას ისიც ემატება, რომ პეკინს უწევს გასცეს პასუხი “საერთაშორისო კითხვებს“ თუ საიდან გაჩნდა კორონავირუსი და როგორ გავრცელდა იგი. ასევე პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო კავშირები კიდევ უფრო დაძაბულია. სასწორზე დევს ორ ქვეყანას შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმების პირველი ნაწილი.
ცნობისთვის, ჩინეთის პრემიერის განცხადებით, მომდევნო წელს ქვეყანას განზრახული აქვს 9 მილიონი ურბანული სამუშაო ადგილის შექმნა, მაშინ როდესაც გასულ წელს მიზანი 11 მილიონი სამუშაო ადგილი იყო. ამასთან, ამ დროისთვის ურბანული უმუშევრობის დონე ქვეყანაში 5.5%-ია, თუმცა, ანალიტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ამ რიცხვის გაორმაგება.