ჩინეთმა ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს სანქციები დაუწესა, მათ შორისაა პომპეოც

ჩინეთმა ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს სანქციები დაუწესა, მათ შორისაა პომპეოც

ჩინეთმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს, კერძოდ კი 28 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ვაჭრობის საკითხში ტრამპის მრჩეველი პიტერ ნავარო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი რობერტ ობრაიენი, ჯანდაცვის და სოციალური რესურსების მდივანი ალექს აზარი და თეთრი სახლის ყოფილი სტრატეგი სტივ ბანონიც.

ოფიციალური პეკინის გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ ჩინეთის უიგურ მუსლიმთა გენოციდში დადანაშაულება გახდა. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მათ სანქციები დაუწესეს იმ პირებს, რომლებმაც სერიოზულად დაარღვიეს ჩინეთის სუვერენიტეტი.

“ბოლო რამდენიმე წლის გამავლობაში, ანტიჩინურად განწყობილი ამერიკელი პოლიტიკოსები მათი ეგოისტური პოლიტიკური ინტერესების გამო, ჩინეთისადმი სიძულვილით და ცუდად განწყობით გეგმავდნენ, ახალისებდნენ და ახორციელებდნენ გიჟური ქმედებების სერიას, რაც სერიოზული ჩარევა იყო ჩინეთის შიდა საქმეებში, ძირს უთხრიდა ჩინეთის ინტერესებს, შეურაცხყოფას აყენებდა ჩინელ ხალხს და ჩინეთის და ამერიკის კავშირებს“, – წერია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაცხადებაში.

სანქციების მიხედვით ამერიკელ მაღალჩინოსნებს და მისი ოჯახის წევრებს აეკრძალებათ ტერიტორიულ ჩინეთში, ჰონგ-კონგში და მაკაოში ჩასვლა. ასევე მათ აეკრძალებათ ჩინეთში ბიზნესის კეთება ინდივიდუალურად და კომპანიების საშუალებითაც.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთი უიგურ მუსლიმთა წინააღმდეგ გენოციდში რამდენიმე დღის წინ დაადანაშაულა. “ჩვენ ვხედავთ, რომ გენოციდი გრძელდება და ჩვენ ვხედავთ უიგურების ჩინეთის სახელმწიფოს მიერ განადგურების სისტემატიურ მცდელობას“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *