ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებელი იზრდება, იმპორტი კი იკლებს

ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებელი იზრდება, იმპორტი კი იკლებს

აგვისტოს თვეში ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა, იმპორტის მაჩვენებელი კი შემცირდა. Reuters-ის ცნობით, გასულ თვეს ჩინეთში ექსპორტმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-იანი ზრდა განიცადა, ეს მაჩვენებელი 2019 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები აგვისტოში ექსპორტის მხოლოდ 7.1%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. რაც შეეხება იმპორტს, ეს მაჩვენებელი ჩინეთში გასულ თვეს 2.1%-ით შემცირდა.

როგორც გამოცემა წერს, ექსპორტის ძლიერმა ზრდამ ქვეყანაში ეკონომიკის უფრო სწრაფ და დაბალანსებულ აღდგენას შეუწყო ხელი.

“ჩინეთში ექსპორტის მაჩვენებელმა მოლოდინებს გადააჭარბა და იზრდება უფრო სწრაფად ვიდრე გლობალური ვაჭრობა“, – განაცხადა Oxford Economics-ის ანალიტიკოსმა ლუის კუისჯმა.

ცნობისთვის, ინდუსტრიული აქტივობის შესახებ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩინურ ქარხნებს ზრდა აქვთ საზღვარგარეთიდან შეკვეთებზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *