ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოების გაფართოებისთვის Volkswagen-ი $7.1 მილიარდს გამოყოფს

ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოების გაფართოებისთვის Volkswagen-ი $7.1 მილიარდს გამოყოფს

ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომანქანების წარმოების გასაფართოებლად, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, Volkswagen-ი რეგიონში $7.1-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. როგორც ჩანს, ეს თანხა მოხმარდება, როგორც პროდუქტების პორტფელისა და წარმოების გაფართოებას, ასევე კვლევებსა და განვითარებას – ამგვარი ინვესტიციით, კომპანიის მესვეურებს უნდათ, რომ 2030 წლისთვის, ელექტრომანქანების გაყიდვებმა ამერიკული ბაზრის 55% მოიცვას.

მანქანების წარმოებისა და კვლევის სფეროების გარდა, Volkswagen-ი დიდ ყურადღებას ელექტრობატერეების წარმოებასაც აქცევს – ამ მიმართულებით, ჩრდილოამერიკულ მომწოდებელ კომპანიებში მან $2.7 მილიარდზე მეტი მოცულობის ინვესტიცია დააბანდა. ამასთანავე, ახლო მომავალში, ტენესის შტატის ქალაქ ჩატანუგაში, კომპანია ელექტრობატარეების საინჟინრო ლაბორატორიისა და დამატებითი ქარხნის გახსნას გეგმავს.