კარგი ცხოვრების ღირებულება სულ უფრო მეტად იზრდება. ორმოც წელზე მეტია, რაც ამერიკული Forbes-ი ულტრამდიდრული საქონლისა და სერვისების კალათას აფასებს, რათა „უკიდურესად კარგად ცხოვრების ღირებულების ინდექსი“ (CLEWI) წარმოადგინოს – მილიარდერთა ცხოვრების სტილის საზომი.
წელს CLEWI 4.9%-ითაა გაზრდილი – ნაკლებით, ვიდრე ბოლო ოთხი ათწლეულის საშუალო წლიური მატება – 5.1%, თუმცა მეტია, ვიდრე გასულ წელს აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსის 3.2%-იანი ზრდა. ეს კი მნიშვნელოვანი კლებაა ბოლო ორი წლის განმავლობაში: 2022 წელს CLEWI 7%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელს – 10.1%-ით.
მდიდრული ცხოვრების სტილის შემადგენელი სერვისებისა და საქონლის ღირებულება, გარკვეულ შემთხვევებში, საშუალო მაჩვენებელზე მეტადაც გაიზარდა. მაგალითად, Ridgewells-იდან (მერილენდი) 40 კაცზე მორთმეული 3-კერძიანი ვახშმის ღირებულება ერთი წლის წინანდელთან შედარებით 9%-ითაა გაზრდილი. Ridgewells-ის აღმასრულებელი დირექტორის, სუზან ლაჩის განცხადებით, ზრდა სურსათის ფასების მატებასთან ერთად, ტრანსპორტირებისა და შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდამაც გამოიწვია.
გაზრდილია ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული Turnbull & Asser-ის ათობით ბამბის პერანგის ღირებულება – 7%-ით, $10,020-მდე. ოლიმპიური ზომის საცურაო აუზის ღირებულება კი ზედიზედ მეთერთმეტე წელია, რაც იზრდება და, ბოლო მონაცემებით, $4.8 მილიონს უტოლდება. სერვისებზე ფასების ზრდის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი Upper East Side-ის ფსიქიატრთან 45-წუთიანი ვიზიტია, რომელიც ამჟამად უკვე 5%-ით მეტი, $500 ჯდება.
თუმცა ყველაფრის ფასები სულაც არ გაზრდილა. ნიუ-იორკის იურიდიული ფირმის პარტნიორისგან უძრავი ქონების დაგეგმარებისთვის საათობრივი ჰონორარი უცვლელი დარჩა და კვლავ $1,250-ს უტოლდება.
ფუფუნების საგნებსა და სერვისებზე ფასების მატება კი ამერიკის უმდიდრესი ადამიანებისთვის სადარდებელს ნაკლებად წარმოადგენს, რადგან წლიურად, მათი დიდი ნაწილის ქონების წმინდა ღირებულებაც იზრდება. Forbes 400-ის წარმომადგენელთა ქონების საშუალო წმინდა ღირებულება გასულ წელთან შედარებით 13.3%-ით, $11.3 მილიარდამდეა გაზრდილი – სამჯერ მეტად, ვიდრე CLEWI-ის პროცენტული ზრდა.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, „უკიდურესად კარგად ცხოვრების ღირებულების ინდექსის“ (CLEWI) მიხედვით, ულტრამდიდრულ საქონელსა და სერვისებზე ფასები შემდეგნაირია:
გართობა და სათამაშოები: ზრდა +7.4%
ოპერა: Metropolitan Opera-ს ბილეთები ორი ადამიანისთვის, პრემიუმ-ადგილები, შაბათ საღამოს ექვსი საათის შოუსთვის (ნიუ-იორკი) – $5,880; ზრდა: 2.1%
პიანინო: Steinway-ის როიალი Ebonized Model D (ნიუ-იორკი) – $217,300; ზრდა: 9.5%
ძრავიანი იახტა: Amels 60 (ნიდერლანდები) – $63 მილიონი; ზრდა: 21.2%
იალქნიანი იახტა: Oyster 595 (გაერთიანებული სამეფო) – $3.11 მილიონი; ზრდა: 7.4%
სპორტული თოფები: JAMES PURDEY & SONS-ის წყვილი 12-კალიბრიანი ორლულიანი თოფი (ნიუ-ჯერსი) – ღირებულება: $340,880; ზრდა: 17.3%
სუფთა სისხლის ცხენი: ერთიდან ორ წლამდე ასაკის ცხენი, კინლენდი, სექტემბრის გაყიდვა (კენტუკი) – $517,314; ზრდა: 1.2%
მატარებლის კომპლექტი: Thomas & Friends Lionel Christmas-ის Bluetooth-იანი კომპლექტი (ჩრდილო კაროლინა) – $250; ზრდა: 0%
სიგარები: 25 Davidoff Dominican Aniversario Double “R” (ნიუ-იორკი) – $1,020; ზრდა: 8.2%
ჟურნალი: FORBES, 1-წლიანი გამოწერა (ნიუ-იორკი) – $20; ზრდა: 0%
მოდა: ზრდა +5%
ყელსაბამი: 18K, თეთრი ოქრო, ბრილიანტი, Van Cleef & Arpels (საფრანგეთი) – $119,000; ახალი დამატებული
ფეხსაცმელი: კაცის ფეხსაცმელი, ინდივიდუალურად დამზადებული, John Lobb (გაერთიანებული სამეფო) – $6,523; ზრდა: 10%
კაბა: ბეწვისა და აბრეშუმის შავი კაბა, Gucci (იტალია) – $4,700; ახალი დამატებული
პერანგები: 12 ბამბის პერანგი, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული, TURNBULL & ASSER (გაერთიანებული სამეფო) – $10,202; ზრდა: 7.1%
ლოფერები: ტყავის ფეხსაცმელი Horsebit-ის ლოგოთი, Gucci (იტალია) – $920; ზრდა: 3.4%
სუნამო: Chanel No.5, 1 oz (საფრანგეთი) – $355; ზრდა: 2.9%
საათი: Royal Oak by Audemars Piguet (შვეიცარია) – $27,800; ზრდა: 4.5%
ხელჩანთა: Chanel Maxi 2.55 შავი, ხბოს ტყავის, ოქროსფერი ლითონით (საფრანგეთი) – $10,200; ზრდა: 2%
საჭმელი და სასმელი: ზრდა +3.3%
Ridgewells-იდან 40 კაცზე მორთმეული 3-კერძიანი ვახშამი (მერილენდი) – $13,320; ზრდა: 9.2%
ხიზილალა: კილო Petrossian Special Reserve Ossetra (ნიუ-იორკი) – $12,980; ზრდა: 1%
შამპანური: ერთი ყუთი, 2008 წლის Krug Vintage Brut-ი, Astor Wine & Spirits (ნიუ-იორკი) – $2,792.94; ახალი დამატებული
საქონლის სუკი: შვიდი გირვანქა (ნიუ-იორკი) – $1,120; ზრდა: 0%
სადილი: Le Bernardin-ის სადეგუსტაციო მენიუ, ერთ პერსონაზე (ნიუ-იორკი) – $480; ახალი დამატებული
საყოფაცხოვრებო: ზრდა +7.4%
ყვავილები: ყოველ კვირას შეცვლილი ყვავილები ექვსი ოთახისთვის (თვიური ღირებულება), Jerome Florists (ნიუ-იორკი) – $11,400; ზრდა: 12%
თეთრეული: ე.წ. დედოფლის ზომის ბამბის სატინი, Frette (იტალია) – $3,700; ზრდა: 5%
ვერცხლის ჭურჭელი: ხუთატრიბუტიანი სადილის ნაკრები 12 კაცისთვის, Georg Jensen (დანია) – $13,980; ზრდა: 0%
საუნა: 8-10-7 ფუტის სკანდინავიური ნაძვის საუნა, Finnleo Sauna (მინესოტა) – $24,250; ზრდა: 12.9%
საცურაო აუზი: ოლიმპიური ზომის, Mission Pools (კალიფორნია) – $4.7 მილიონი; ზრდა: 5.8%
ჩოგბურთის კორტი: HAR TRU (კონექტიკუტი) – $63,785; ზრდა: 9.1%
მომსახურება: +2%
სკოლა: წლიური გადასახადი, ოთახი და ცხოვრება Groton School-ში (მასაჩუსეტსი) – $59,995; ზრდა: 0%
უნივერსიტეტი: წლიური გადასახადი, ოთახი, ცხოვრება, დაზღვევა Harvard-ში (მასაჩუსეტსი) – $83,570; ზრდა: 3.4%
სახის ლიფტინგი: გამოცდილი პლასტიკური ქირურგი (ნიუ-იორკი) $100,000; ახალი დამატებული
უძრავი ქონების მენეჯერი: მინიმალური ხელფასი სან-ფრანცისკოს ყურეში – $380,000; ზრდა: 0%
ფსიქიატრი: Upper East Side-ის ექიმთან 45-წუთიანი სეანსი (ნიუ-იორკი) – $500; ზრდა: 5.3%
იურისტი: Schlesinger Lazetera & Auchincloss-ის პარტნიორისგან უძრავი ქონების დაგეგმარებისთვის საათობრივი ჰონორარი (ნიუ-იორკი) – $1,250; ზრდა: 0%
სპა: ყოველკვირეული ტარიფი, Golden Door (კალიფორნია) – $11,000 ზრდა: 5.3%
მოგზაურობა: +2.2%
სასტუმრო: The Carlyle (ნიუ-იორკი) – $7,764; ზრდა: 4.2%
თვითმფრინავი: Global 7500 (კანადა) – $75 მილიონი; ზრდა: 0%
კონსიერჟი: ერთწლიანი საწევრო პირადი სერვისისთვის, Pure Entertainment Group (კანადა) – $180,000; ზრდა: 0%
ავტომობილი: 2021 წლის Rolls Royce Phantom-ი (გაერთიანებული სამეფო) – $583,000; ზრდა: 7%
სამგზავრო ჩანთა: Louis Vuitton-ის Keepall Bandouliere 55 (საფრანგეთი) – $2,570; ზრდა: 0%