CNN-მა წლის CEO-ს ტიტული Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას მიანიჭა

CNN-მა წლის CEO-ს ტიტული Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას მიანიჭა

კორონავირუსის პანდემია დასრულებისაგან ჯერ ძალიან შორსაა, თუმცა ბევრი ჩვენგანის ცხოვრება თანდათანობით ნორმალურ ტემპებს უბრუნდება. ეს კი უმეტესწილად მსოფლიოში არსებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დამსახურებაა. ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე ამ ინდუსტრიაში კი ყველასათვის კარგად ნაცნობი Pfizer-ი გახლავთ.

კაცობრიობის ისტორიაში შეტანილი უდიდესი დამსახურების გამო CNN-მა საკუთარ ყოველწლიურ დაჯილდოებაში, წლის აღმასრულებელი დირექტორის სტატუსი სწორედ Pfizer-ის CEO-ს, ალბერტ ბურლას მიანიჭა.

როგორც თავად CNN იუწყება, ამ ნომინაციაში ისეთ აღმასრულებელ დირექტორებს განიხილავდნენ, როგორებიც არიან AMD-ის ლიზა სუ, Ford-ის ჯიმ ფარლი, Goldman Sachs-ის დეივიდ სოლომონი, Alphabet-ის სუნდარ პიჩაი და Tesla-ს ილონ მასკი.

თუმცა, რედაქციამ ალბერტ ბურლას კანდიდატურაზე არჩევანი სწორედ იმიტომ შეაჩერა, რომ მისი კომპანიის მიღწევამ და ზოგადად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოგონებამ მსოფლიო ეკონომიკებს გამოცოცხლების საშუალება მისცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *