დონალდ ტრამპი უმდიდრესი ამერიკელების სიიდან ამოვარდა

დონალდ ტრამპი უმდიდრესი ამერიკელების სიიდან ამოვარდა

უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი და ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Forbes-ის უმდიდრესი ამერიკელების ოთხასკაციანი სიიდან ოცდახუთი წლის განმავლობაში პირველად ამოვარდა – სიაში მოსახვედრად მას $400 მილიონი დააკლდა. ცნობისთვის, მისი ქონება $2.5 მილიარდად არის შეფასებული და ეს მაჩვენებელი შარშანაც იდენტური იყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის დროს ტექნოლოგიური კომპანიების აქციათა ფასი და კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, სიაში მყოფი სხვა მილიარდერების ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც დონალდ ტრამპი სიას გამოაკლდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის წამყვან მილიარდერთა სიიდან დონალდ ტრამპის ამოვარდნის მიზეზად Forbes-ი მის ბიზნესმოუქნელობას ასახელებს. საქმე ისაა, რომ მას მერე, რაც ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ეთიკის ფედერალურმა კომისიამ მას საკუთარი აქტივების დივერსიფიკაცია ურჩია, თუმცა ტრამპმა უძრავი ქონების აქტივები მაინც შეინარჩუნა. Forbes-ის დათვლებით, ამ ნაბიჯით დონალდ ტრამპმა $2 მილიარდი დაკარგა.

 

ფოტო: TASOS KATOPODIS/GETTY IMAGES. DESIGN BY FORBES