დუბაიში მსოფლიოს ყველაზე ღრმა აუზი გაიხსნა

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე ღრმა აუზი გაიხსნა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენისა და უდიდესი სავაჭრო ცენტრის შემდეგ, დუბაიში  კიდევ ერთი რეკორდის მომხსნელი ატრაქციონი, მსოფლიოში ყველაზე ღრმა ჩასაყვინთი აუზი იხსნება.

Deep Dive Dubai–ის ატრაქციონების ეს ახალი ნაწილი, 60 მეტრი სიღრმის, დაივინგისთვის განკუთვნილი აუზი ყველაზე ღრმა აუზია მსოფლიოში, რომელმაც პირველობა ჩამოართვა  Polands  Deep-spot-ს, 45 მეტრი სიღრმის საცურაო აუზს.

Deep Dive Dubai – ის აუზი  შევსებულია 14 მილიონი  ლიტრი სუფთა  წყლით, რაც ექვსი ოლიმპიური აუზის მოცულობის ტოლია. საინტერესოა, რომ ეს აუზი მინიმუმ ოთხჯერ დიდია, ვიდრე ნებისმიერი სხვა წყალქვეშა ყვინთვისთვის განკუთვნილი აუზი მსოფლიოში. 27 ივნისს გინესის რეკორდების წიგნში Deep Dive Dubai  შევიდა როგორც ყველაზე ღრმა საცურაო და ჩასაყვინთი აუზი.

ამჟამად ეს აუზი მხოლოდ მოწვეული სტუმრებისათვის იხსნება, მაგრამ დაგეგმილია, რომ ის მნახველებისათვის 2021 წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან აღსანიშნავია, რომ დუბაის გვირგვინოსანი პრინცი- შეიხი ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რასჰიდ ალ მაკთოუ (Hamdan bin Mohammed bin Rashid Al Maktoum), მოყვარული მყვინთავი, იყო ერთ–ერთი პირველი ვიზიტორი, ვინც ეწვია  Deep Dive Dubai –ს და თავისი შთაბეჭდილებები სოციალური მედიის საშუალებით გაგვიზიარა.

საინტერესოა, რომ წყლის ტემპერატურა მუდმივად შენარჩუნებული იქნება 30 გრადუს ცელსიუსზე, რაც ყველაზე მისაღები ტემპერატურაა იმისათვის, რომ ვიზიტორებმა ატარონ თხელი ჰიდროკოსტიუმები ან საცურაო კოსტიუმები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *