სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ლიგა 1-ის მრავალგზის ჩემპიონი, „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 200 მილიონ ევროს სთავაზობს. შეგახსენებთ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს პარიზული კლუბი „პსჟ“-ის ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ დატოვა, ხელმძღვანელობას კი მისი ჩანაცვლება სურს.
მიუხედავად სოლიდური შეთავაზებისა, როგორც იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, ნაპლისთვის ხვიჩა კვარაცხელია ხელშეუხებელი რჩება. იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ზაფხულში ქართველი ფეხბურთელის გაყიდვა არ იგეგმება, ანტონიო კონტემაც მიანიშნა, როდესაც „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.
„ნაპოლიმ“ ხვიჩასთან დაკავშირებით „პარი სენ-ჟერმენისგან“ ცალკეული შეთავაზება ივნისშიც მიიღო. მაშინ ქართველის სატრანსფერო ფასად 110 მილიონი ევრო იყო განსაზღვრული. პარიზულმა კლუბმა კვარაცხელიას ხელფასის სახით სეზონში 11 მილიონი ევროც შესთავაზა. თუმცა ფრანგებმა „ნაპოლის“ პრეზიდენტისგან, აურელიო დე ლაურენტისისგან აღნიშნულ კონტრაქტზე უარი მიიღეს.
პარალელურად, „ნაპოლი“ ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკების მთავარი თემა კი ქართველი ფეხბურთელისთვის ხელფასის გაზრდაა.