EBRD-ი და მისი დონორები ქართული გასტრონომიული თავგადასავლების მხარდამჭერებად

EBRD-ი და მისი დონორები ქართული გასტრონომიული თავგადასავლების მხარდამჭერებად

EBRD-ი რესტორან “ბარბარესთან“ დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. აღნიშნული კვების ობიექტის წინსვლასა და გაფართოვებას სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეუწყო ხელი.

როგორც EBRD-ი წერს, ცნობილი წიგნი ქართული კულინარიის შესახებ მე-19 საუკუნეში ბარბარე ჯორჯაძემ დაწერა, რომელიც 800 ორიგინალურ რეცეპტს ინახავს.

მაკა ჯიბუტისთვის აღნიშნული წიგნი იქცა რესტორნის გახსნის ინსპირაციად. ასე დაიწყო სწორედ რესტორნის “ბარბარესთან“ ისტორია.

“წიგნი მხოლოდ რეცეპტების შესახებ არაა. ეს არის მე-19 საუკუნის საქართველოს გიდი, საიდანაც ბევრ რაიმეს ისწავლო სალონური ცხოვრების შესახებ“, – წერია EBRD-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ავტორი ასევე საუბრობს რესტორანში არსებულ გარემოზე და იქ შემოთავაზებულ ავთენტურ კერძებზე, რომელთაც ავთენტური სახელები აქვთ ბარბარე ჯორჯაძის კულინარიული წიგნიდან აღებული.

EBRD-ის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც “ქალები ბიზნესში“ ჰქვია და დაფინანსებულია ევროკავშირის, შვედეთის და მცირე ბიზნესების ფონდის მიერ, დახმარება გაეწია რესტორანს “ბარბარესთან“.

“საკონსულტაციო პროექტი დაგვეხმარა ჩვენი ბიზნეს სტრუქტურის ორგანიზებაში, პროცესების მართვაში, მენიუების კუთხით. ჩვენ ახლა უფრო ძლიერები ვართ ზუსტი გეგმით, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ“, – ამბობს მაკა ჯიბუტი, რომელიც რესტორნის დამფუძნებელია.

პროექტის შემდეგ, რესტორანმა გააფართოვა სტუმრების მიღების სივრცე 30%-ით.

მარტის თვეში, რესტორანი ისევე როგორც სხვა კვების ობიექტები საქართველოში დაიხურა პანდემიის გამო. თუმცა, “ბარბარესთან“ კვლავ აგრძელებდა მუშაობას იმისათვის, რო ბიზნესი არ გაჩერებულიყო და მომხმარებლებს მიწოდების სერვისი შესთავაზა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კი რესტორანი ნელ-ნელა ხსნის თავის კარებს სტუმრებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *