EBRD-მა საქართველოს ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად 40-მილიონიანი სესხი გამოყო

EBRD-მა საქართველოს ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად 40-მილიონიანი სესხი გამოყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოში ენერგოეფექტიანობის ხელშეწყობის მიზნით დაამტკიცა 40 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოში 250 საჯარო დაწესებულების რეაბილიტაცია და მათი ენერგოეფექტიანობის ამაღლება მოხდება.

“პროექტის მიზანს საქართველოში “მწვანე ეკონომიკის” ხელშეწყობა წარმოადგენს, მის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული საჯარო დაწესებულებების ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად მათი სრული რენოვაცია მოხდება,”- ნათქვამია EBRD-ის ვებგვერდზე.

პროექტის სრული ღირებულება 50 მილიონი ევროა, საიდანაც 40 მილიონი ევრო სასესხო დაფინანსებსას წარმოადგენს. საქართველოს სახელით EBRD-თან ხელშეკრულებას ფინანსთა სამინისტრო მოაწერს, პროექტის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი კი მუნიციპალური განვითარების ფონდი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *