ECB: უკრაინელი ლტოლვილების ნაკადმა შესაძლოა, ევროზონაში სამუშაო ძალის დეფიციტი შეამსუბუქოს

ECB: უკრაინელი ლტოლვილების ნაკადმა შესაძლოა, ევროზონაში სამუშაო ძალის დეფიციტი შეამსუბუქოს

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პროგნოზით, ომს გამოქცეული უკრაინელი ლტოლვილების ნაკადი შესაძლოა, ევროზონაში სამუშაო ძალის დეფიციტის შედარებით შემსუბუქების მიზეზად იქცეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ქვეყანა დაახლოებით შვიდმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, რომელთა დიდ ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენენ. ლტოლვილების უმეტესობა ევროკავშირის 27 ქვეყანაში გრძელვადიანი დასაქმების იმედს გამოთქვამს. ECB-ის განცხადებით, ქვეყნიდან გამოქცეული მოსახლეობის ნაწილი, სავარაუდოდ, სამუდამოდ ევროკავშირის ქვეყნებში დასახლდება.

უმუშევრობის რეკორდულად დაბალი დონის ფონზე, ევროზონა მუშახელის დეფიციტს ებრძვის, რაც შესაძლოა უკრაინელ ლტოლვილთა შემოდინებამ შედარებით შეამსუბუქოს. ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონაცემებით, საშუალოვადიან პერიოდში ევროზონის სამუშაო ძალა შესაძლოა, 0.2%-დან 0.8%-მდე გაიზარდოს, რაც სამუშაო ძალის 0.3-დან 1.3 მილიონამდე ზრდას შეესაბამება.

მიუხედავად ამისა, ECB-ის განცხადებით, შრომის ბაზარზე არსებული ბარიერები ომს გამოქცეული ხალხის დასაქმებისთვის მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. ეს, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში, მასპინძელი ქვეყნების შრომის ბაზარზე უკრაინელ ლტოლვილთა ინტეგრაციას ართულებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *