საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ენერგოპროდუქტების ფასების მკვეთრად ზრდის ფონზე, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია – Saudi Aramco რეკორდულ მოგებაზეა.
პირველ კვარტალში Aramco-ს მოგებამ 39.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 82%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ შედეგებს.
1933 წელს დაფუძნებული Aramco მსოფლიოს უმსხვილესი ენერგოკომპანიაა, რომლის 98.5%-იან წილს საუდის არაბეთის მთავრობა ფლობს, დარჩენილი 1.5% საუდის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას არაბულმა ენერგოგიგანტმა საბაზრო კაპიტალიზაციით კომპანია Apple-ს გადაუსწრო, რითაც მან მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის პოზიცია დაიკავა. Saudi Aramco-ს საბაზრო ღირებულება ამჟამად 2.48 ტრილიონ აშშ დოლას შეადგეს, Apple-ის კი – $2.38 ტრილიონს.
ამერიკული საფონდო ბირჟების ვარდნისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მკვეთრად გაუფასურების ფონზე, მიმდინარე წელს Apple-ის აქციების ღირებულება 19%-ითაა შემცირებული; Aramco-სი კი – 31%-ით გაზრდილი.