პარიზის ოლიმპიური თამაშები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. მის დასრულებამდე კი სულ რამდენიმე დღე დარჩა.
ქართველი ქომაგები თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი ოლიმპიელების საგულშემატკივროდ ემზადებიან.
9 აგვისტოს თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი, 125 კგ კატეგორიაში იასპარეზებს.
გენო პეტრიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავეა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ვიცე-ჩემპიონის სტატუსი, 2016 წელს რიო დე ჟანეიროში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი მიიღო.
ის არის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (2017, 2018 და 2019 წლები); ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის გახდა ვერცხლის და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი.
ამასთან, გენო პეტრიაშვილი არის ევროპის ორგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვერცხლის და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი. ევროპის I თამაშებში კი მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მისი პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი იყო. სწორედ მასთან მუშაობის პერიოდში გენომ მოიპოვა ყველა ოქროს მედალი. გენოს შემდეგ წარმატებას მის პატარა ძმა – კონსტანტინესაც უწინასწარმეტყველებენ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
თუმცა, ეს პეტრიაშვილების წარმატების ისტორიის მხოლოდ ნაწილია. საუკეთესო წინ არის.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ გზაზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
S