ეს არის მშვიდობიანი პერიოდის ყველაზე ღრმა რეცესია ბოლო 100 წელიწადში – OECD

ეს არის მშვიდობიანი პერიოდის ყველაზე ღრმა რეცესია ბოლო 100 წელიწადში – OECD

გლობალური ეკონომიკა საუკუნის ყველაზე მძიმე რეცესიაში ეშვება, რაც კი მშვიდობიან პერიოდში ყოფილა. ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აცხადებს.

როგორც ორგანიზაცია მოელის, გლობალური ეკონომიკა წელს 6%-ით შემცირდება, 2021 წლიდან კი აღდგენას დაიწყებს. ამასთან, OECD-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღამ შესაძლოა ეკონომიკა კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდოს.

„2021 წლის ბოლოსთვის, ზარალი გადააჭარბებს ყველა წინა რეცესიის მაჩენებელს, რაც კი ბოლო 100 წლის განმავლობაში ყოფილა არა საომარ პერიოდში. ეს ხანგრძლივ გავლენას იქონიებს ადამიანებზე, კომპანიებსა და მთავრობებზე“, – განაცხადა OECD-ის მთავარმა ეკონომისტმა ლოურენს ბუნმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ გლობალური წარმოება 5.2%-ით შემცირდება 2020 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემით კი აპრილში ეს მაჩვენებელი 3%-ს შეადგენდა.

OECD-ი კი, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს წარმოადგენს, ამბობს, რომ კორონავირუსის მომდევნო ტალღა გლობალური მშპ-ის 7.6%-ით შემცირებას გამოიწვევს მიმდინარე წელს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *