Ethereum-ის თანადამფუძნებელმა ინდოეთის დასახმარებლად $1 მილიარდზე მეტი გაიღო

Ethereum-ის თანადამფუძნებელმა ინდოეთის დასახმარებლად $1 მილიარდზე მეტი გაიღო

Ethereum-ის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა ინდოეთის დასახმარებლად India  Covid Relief Fund-სა და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში კრიპტოვალუტის სახით $1 მილიარდზე მეტი გადარიცხა.

აღსანიშნავია, რომ გარდა ინდოეთისა, Ethereum-ის ბლოკჩეინის მონაცემების პროვაიდერ   Etherscan-ის  თანახმად, მილიონობით დოლარი გადაირიცხა საქველმოქმედო ორგანიზაციებში, რომელთა შორისაა GiveWell-ი, Methuselah Foundation-ი და Machine Intelligence Research Institute-ი, რომელიც ტექნოლოგიურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზეა ფოკუსირებული.

შეგახსენებთ, რომ ვიტალიკ ბუტერინი 27 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც Ethereum-ის ფასი წლის დასაწყისიდან 325%-ით გაიზარდა და ცოტა ხნის წინ  $3000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ბუტერინის მიერ თანხების გადარიცხვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა კრიპტოვალუტის ფასებზე. Coinbase-ის თანახმად, ბოლო 24 განმავლობაში Shiba Inu-ის ფასი შემცირებულია 36%-ით, Dogelon-ი 65%-ით და Akita Inu-ს 50%-ზე მეტით.

შესაბამისად, ინდოეთის საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ მიღებული დახმარება შესაძლოა იმაზე ნაკლები აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად იყო შეფასებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *