2019 წლის მეოთხე კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს 628,600 რეზიდენტი იმყოფებოდა. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, ხუთეულში შევიდნენ ასევე სომხეთი და რუსეთი. ევროკავშირის ქვეყნებზე კი მხოლოდ 15,2% მოდის.
მათი პროცენტული გადანაწილება შემდეგნაირია:
თურქეთი – ვიზიტების 39.3%;
აზერბაიჯანი – 16.7%;
ევროკავშირი ჯამურად – 15.2%;
სომხეთი – 12%;
რუსეთის ფედერაცია – 8.7%;
უკრაინა – 1.1%;
სხვა – 7%.
2019 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.8 ღამე შეადგინა.ამასთან, განხორციელებული ვიზიტების 95.5% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ვიზიტების მიზნებს, მოგზაურთა მთავარ მიზანს 2019 წლის მეოთხე კვარტალში მეგობრების/ნათესავების მონახულება წარმოადგენდა. მეორე ადგილზეა საყიდლები.
ვიზიტები მიზნების მიხედვით კი ასე ნაწილდება:
მეგობრების/ნათესავების მონახულება – 223,500 ვიზიტორი;
საყიდლები – 199,800 ვიზიტორი;
პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა – 111,900 ვიზიტორი;
დასვენება, გართობა, რეკრეაცია – 68,100 ვიზიტორი;
მკურნალობა, გაჯანსაღება – 13,900 ვიზიტორი;
სხვა მიზნები – 11,400 ვიზიტორი.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ამ პირებიდან 344,100 ვიზიტორი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ ღამეზე მეტი ხნით დარჩა, შესაბამისად, ისინი ოფიციალური მეთოდოლოგიით ტურისტებად ითვლებიან, 284,500 ვიზიტორი კი, ერთ დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, შესაბამისად, ეს ვიზიტები “ექსკურსიულ ვიზიტებად” მიიჩნევა.
წყარო: საქსტატი