ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი სამშაბათს იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პრესსპიკერის განცხადებით, სასოლი საავადმყოფოში 26 დეკემბერს შეიყვანეს.
65 წლის სასოლი დილის 1:15 საათზე გარდაიცვალა, განაცხადა მისმა წარმომადგენელმა რობერტო კულიომ Twitter-ზე.
სასოლი, იტალიელი სოციალისტი და ყოფილი ჟურნალისტი ფლორენციიდან, საავადმყოფოში გასულ თვეში მის იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული „სერიოზული გართულების“ გამო გადაიყვანეს, აღნიშნა მისი ოფისის წარმომადგენელმა ორშაბათს.
ის 2019 წლიდან 705-წევრიანი პარლამენტის პრეზიდენტი იყო.
თავის საინაუგურაციო სიტყვაში სასოლიმ ევროპელებს მოუწოდა, დაუპირისპირდნენ უკიდურესი ნაციონალიზმის „ვირუსს“ და მოითხოვა ევროკავშირის წესების რეფორმა მიგრაციისა და პოლიტიკური თავშესაფრის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მისი ვადა ევროპარლამენტის პრეზიდენტის როლში ამ თვეში უნდა დასრულებულიყო.
ავადმყოფობის გამო, ბოლო კვირებში მას არ შეეძლო სტრასბურგის პარლამენტის თავმჯდომარეობა. მან ასევე გამოტოვა ევროკომისიის ყოველწლიური კავშირის ღონისძიება სექტემბერში.
ფოტო: REUTERS/Yves Herman