ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გზებს 250 მლნ ევროთი დააფინანსებს

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გზებს 250 მლნ ევროთი დააფინანსებს

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს. შესაბამის ფინანსურ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა. თანხა დაახლოებით, 253 კმ-ის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციას მოხმარდება.  პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოში 21 პროექტი აქვს განხორციელებული, გამოყოფილი სესხების ჯამური მოცულობა კი 1,5 მილიარდ ევროს აღემატება. EIB-ის რეგიონული ოფისი თბილისში 2015 წელს გაიხსნა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *