ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ბაკურიანში EYOF „ბაკურიანი 2025-ის“ ოფიციალური ჰიმნის წარდგენა გამართა და მონაწილეებს ფესტივალის თილისმა, მასკოტი „გუნდა“ გააცნო. ფესტივალის ოქროს სპონსორია საქართველოს ბანკი.

ღონისძიების ფარგლებში, ბაკურიანის განახლებულ პარკში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები. სტუმრებს კი ადგილზე სიმბოლური საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი დახვდათ. 

„თილისმა „გუნდას“ სახელი იდეალურად გამოხატავს დათოვლილი კავკასიონის სულს. ის კავკასიური ფოცხვერია, რომელიც ამ თვალუწვდენელ მთებს სახლად მიიჩნევს. „გუნდას“ მოქნილობა და გამჭოლი მზერა ახალგაზრდა ოლიმპიელებისათვის აუცილებელი თვისებების: ძალის, მონდომებისა და სიზუსტის სიმბოლიზებაა. გუნდას მიზანია, შთააგონოს ახალგაზრდა სპორტსმენები, უშიშრად დაძლიონ თოვლიანი წინააღმდეგობები“, – აღნიშნავენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გუნდში. 

„საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალბედა და უკვე გამოცდილ სპორტსმენებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და ადგილი დაიმკვიდრონ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების, ამიტომ აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ჰიმნი და მასკოტი იქნება ერთგვარი მოტივაცია როგორც სპორტსმენებისთვის, არ გაჩერდნენ და ამასთანავე, გულშემატკივრებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.