ევროპული უნივერსიტეტების რეიტინგი - სად სწავლობდნენ წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები

ევროპული უნივერსიტეტების რეიტინგი - სად სწავლობდნენ წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლები

„იუნიქორნი“ – ასე უწოდებენ სტარტაპებს, რომელთა ღირებულება $1 მილიარდს აღემატება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში, ეს ტერმინი მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა, რასაც მარტივი მიზეზი აქვს – ასეთი კომპანიების რიცხვი წლიდან წლამდე საგრძნობლად იმატებს. შარშან, მაგალითად, იუნიქორნის სტატუსი 78-მა ევროპულმა სტარტაპმა მიიღო.

ამგვარი პოპულარობის ფონზე, იუნიქორნ-კომპანიებისა და მათი დამფუძნებლების შესახებ დიდი მოცულობის ინფორმაცია ვრცელდება. თუმცა იუნიქორნ-სტარტაპების დამფუძნებლების განათლების შესახებ მასალას იშვიათად თუ გადავაწყდებით. სწორედ ამ ვაკუუმის შევსება გადაწყვიტა გამოცემა Sifted-მა, რომელმაც იმ ევროპული უნივერსიტეტების რეიტინგი შეადგინა, რომელთა კურსდამთავრებულებმა ყველაზე მეტი იუნიქორნ-სტარტაპი შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ იუნიქორნ-სტარტაპების გარდა, გამოცემამ რეიტინგში ის კომპანიებიც შეიყვანა, რომელთაც $1-მილიარდიანი საბაზრო ღირებულების მიღწევის დიდი შანსი აქვთ.

რეიტინგის პირველი ადგილი ფრანგულმა INSEAD-მა დაიკავა, რომელსაც კამპუსები პარიზში, აბუ-დაბისა და სან-ფრანცისკოში აქვს. ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს, რადგან INSEAD-ი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია. ის Financial Times-მა, 2022 წელს, ევროპის საუკეთესო ბიზნესის სკოლად დაასახელა. ამგვარად, გასაკვირი არ არის, რომ ევროპაში ყველაზე მეტი იუნიქორნ-სტარტაპის შექმნა სწორედ INSEAD-ის კურსდამთავრებულებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ წარმატებული სტარტაპების რეიტინგში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ლიდერობენ, რომლებიც სამ-სამი უნივერსიტეტით არიან წარმოდგენილნი. მეორე ადგილს, რაოდენობრივად, შვედეთი იკავებს, რომელსაც სტოკჰოლმის უნივერსიტეტი და ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტი წარმოადგენენ.

გამოცემა Sifted-ის მიერ შედგენილი რეიტინგის პირველ ათეულს Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ: 

#1 – INSEAD
პარიზი, საფრანგეთი
იუნიქორნ-სტარტაპი: 18
მომავალი იუნიქორნი: 25
სტარტაპი: 638
დამფუძნებელი: 542

#2 – კემბრიჯის უნივერსიტეტი
კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო
იუნიქორნ-სტარტაპი: 12
მომავალი იუნიქორნი: 22
სტარტაპი: 846
დამფუძნებელი: 752

#3 – სტოკჰოლმის უნივერსიტეტი
სტოკჰოლმი, შვედეთი
იუნიქორნ-სტარტაპი: 10
მომავალი იუნიქორნი: 13
სტარტაპი: 145
დამფუძნებელი: 121

#4 – ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლა (LSE)
ონდონი, გაერთიანებული სამეფო
იუნიქორნ-სტარტაპი: 9
მომავალი იუნიქორნი: 19
სტარტაპი: 639
დამფუძნებელი: 527

#5 – KTH ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტი
სტოკჰოლმი, შვედეთი
იუნიქორნ-სტარტაპი: 9
მომავალი იუნიქორნი: 14
სტარტაპი: 489
დამფუძნებელი: 455

#6 – მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM)
იუნხენი, გერმანია
იუნიქორნ-სტარტაპი: 9
მომავალი იუნიქორნი: 9
სტარტაპი: 400
დამფუძნებელი: 382

#7 – ოქსფორდის უნივერსიტეტი
ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო
იუნიქორნ-სტარტაპი: 8
მომავალი იუნიქორნი: 16
სტარტაპი: 342
დამფუძნებელი: 243

#8 – სანქტ-გალენის უნივერსიტეტი
სანქტ-გალენი, შვეიცარია
იუნიქორნ-სტარტაპი: 8
მომავალი იუნიქორნი: 11
სტარტაპი: 308
დამფუძნებელი: 236

#9 – HEC პარიზი
პარიზი, საფრანგეთი
იუნიქორნ-სტარტაპი: 7
მომავალი იუნიქორნი: 14
სტარტაპი: 743
დამფუძნებელი: 682

#10 – კოპენჰაგენის ბიზნესის სკოლა
პარიზი, საფრანგეთი
იუნიქორნ-სტარტაპი: 7
მომავალი იუნიქორნი: 10
სტარტაპი: 646
დამფუძნებელი: 571

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.