Facebook-ი 1,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის ბრიტანეთში

Facebook-ი 1,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის ბრიტანეთში

Facebook-ი ბრიტანეთში 1,000 ახალი სამუშაო ადილის შექმნას გეგმავს მიმდინარე წლის განმავლობაში. ახალ გუნდს Facebook-ის კონტენტიდან უცენზურო და საზიანო იფნორმაციის გაფილტვრა ან ამოღება დაევალება.

როგორც კომპანია აცხადებს, სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტი ტექნოლოგიური შინაარსისაა და მათ დასჭირდებათ მრავალი პროგრამული ინჟინერი, პროდუქტის დიზაინერი და მონაცემთა დამმუშავებელი.

როგორც გამოცემა აღნიშავს, ბოლო პერიოდში სოციალური ქსელებს წაუყენეს მოთხოვნა გააკონტროლონ და მოხსნან პოსტები, რომლებიც ხელს უწყობს თვითდაზიანებას და პოლიტიკურ ექსტრემიზმს.

Facebook-ის გარდა მსგავსი კონტენტის პოსტები წაიშლება შემდეგი სოციალური ქსელებიდან, Messenger, Instagram და WhatsApp.

როგორც Facebook-ი აცხადებს, ამ მიმართულებით კომპანია უკვე აქტიურად მუშაობს და მათ უკვე მოახერხეს 2 მილიონი პოსტის ამოღება Facebook-იდან, ხოლო Instagram-იდან – 800,000-ის.

წყარო: BBC

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *