Facebook-ის COO შერილ სენდბერგი დაინიშნა

Facebook-ის COO შერილ სენდბერგი დაინიშნა

Facebook-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი (COO) შერილ სენდბერგი დაინიშნა. სად უნდა გამოეცხადებინა მას ამ სიახლის შესახებ, თუ არა Facebook-ზე? 50 წლის სენდბერგმა სოციალურ ქსელში თავის რჩეულთან ერთად გადაღებული შავ-თეთრი ფოტოც გამოაქვეყნა და დაწერა: “დავინიშნე!!! ტომ ბერნთალ, შენ ჩემი ყველაფერი ხარ. უფრო მეტად არ შეიძლება მიყვარდე”.

ტომ ბერნთალი 46 წლისაა და ლოს-ანჯელესში მდებარე სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია Kelton Global-ის აღმასრულებელი დირექტორია.

როგორც ცნობილია, წყვილი გასული წლის გაზაფხულის შემდეგ ერთმანეთს ხვდებოდა.

შერილ სენდბერგისთვის ეს პირველი ქორწინება არ იქნება, Facebook-ის მთავარი ოპერაციული ოფიცრის ყოფილი მეუღლე დევიდ გოლდბერგი იყო, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ სენდბერგი Facebook-ში მთავარი ოპერაციული დირექტორის პოზიციას 2008 წლიდან იკავებს. მანამდე ის Google-ში მუშაობდა. შერილის ქონება Forbes-ის მიხედვით, დაახლოებით 1.6 მილიარდ დოლარია.

წყარო: CNN

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *