Facebook მედიაორგანიზაციებს $25 მლნ-ით ეხმარება

Facebook მედიაორგანიზაციებს $25 მლნ-ით ეხმარება

Facebook-ი აცხადებს, რომ ის 25 მლნ დოლარს გრანტის სახით ადგილობრივი მედიაორგანიზაციებს გადაურიცხავს, რათა კორონავირუსის პანდემიის დროს ჟურნალისტებს დაეხმაროს. ამასთან, მარკ ცუკერბერგის კომპანია გეგმავს 75 მლნ დოლარი იმ ახალი ამბების ორგანიზაციების რეკლამებს მოახმაროს, რომლებიც შემოსავლების სერიოზულ შემცირებას განიცდიან.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში ონლაინ გამოცემების წაკითხვების და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება, ბევრი მედიაორგანიზაცია შემოსავლების კლებას განიცდის, ვინაიდან მათ შემოაკლდათ რეკლამები. ეს არა მხოლოდ აშშ-ში, არამდე მთელ მსოფლიოს ეხება.

როგორც CNN წერს, ზოგიერთმა ორგანიზაციამ იმდენად დიდი ზარალი განიცადა, რომ იხურება კიდეც. ზოგი კი თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში უშვებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.