FDA-მ კორონავირუსის დასადგენ ე.წ სახლის ტესტებს ავტორიზაცია მისცა

FDA-მ კორონავირუსის დასადგენ ე.წ სახლის ტესტებს ავტორიზაცია მისცა

აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) ავტორიზაცია მისცა კორონავირუსის დასადგენ ტესტებს, რომლის გამოყენება სახლში შეიძლება. ეს პირველი მსგავსი ტესტია, რომლითაც მომხმარებელი სახლშიც შეძლებს დაადგინოს აქვს თუ არა ვირუსი, მისი შეძენა კი ექიმის მიერ რეცეპტის გამოწერას არ საჭიროებს.

როგორც New York Times-ი წერს, ამ ტესტის ჩატარებას მხოლოდ 15-20 წუთი სჭირდება და ის აჩვენებს, აქვს თუ არა მომხმარებელს კორონავირუსი. აღნიშნული ტესტი ავტორიზებულია ყველა მომხმარებლისთვის – რომელსაც აქვს და რომელსაც არ აქვს სიმპტომები.

ტესტი ავსტრალიურმა კომპანია Ellume-მა შექმნა, ის მცირედით არაეფექტურია PCR ტესტებთან შედარებით, თუმცა, კლინიკური შემოწმების შედეგად, რომელშიც დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა, ამ ტესტმა 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

Ellume-ში აცხადებენ, რომ დაახლოებით 20 მლნ კორონავირუსის ტესტის წარმოებას შეძლებენ აშშ-ში 2021 წლის პირველ ნახევარში. მისი ფასი კი 30 დოლარამდე იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *