Forbes: 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიები

Forbes: 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიები

ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც უახლესი მონაცემებით ირკვევა, ერთი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, სიის ტოპ-ოცდახუთეულის ქონება კოლექტიურად 23%-ით გაიზარდა და $173 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის რეიტინგში, მოცემული თანხა, სპორტული იმპერიების საკუთრებასთან დაკავშირებული გაყიდვისუნარიანობიდან გამომდინარე, 10%-იან დანამატსაც მოიცავს. თუმცა დანამატის გარეშეც, სპორტული იმპერიების კოლექტიური ღირებულება გასული წლის მაჩვენებელზე მაღლა დარჩებოდა და 12%-იანი მატებით, $158 მილიარდს გაუტოლდებოდა.

2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიების რეიტინგის ლიდერი, $21 მილიარდით, Liberty Media გახდა. იმპერია, რომელიც მილიარდერ ჯონ მელოუნის ხელმძღვანელობით, მსხვილ წილებს ფლობს „ფორმულა 1“-ის ავტორბოლასა და ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB) გუნდ Atlanta Braves-ში. გასულ წელს „ფორმულა 1“-ს, ESPN-ზე, ამ სერიისთვის რეკორდული 1.21 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, ივნისში კი ახალი სატელევიზიო კონტრაქტიც გააფორმა, რომლის წლიური ღირებულება, სულ მცირე, $75 მილიონია და 15-ჯერ აღემატება წინა გარიგებას. გასულ წელს „ფორმულა 1“-ისა და Atlanta Braves-ის აქციები, შესაბამისად, 5%-ითა და 35%-ით გაიზარდა.

ადგილობრივ ბაზარზე დომინირების კარგი მაგალითი კი მილიარდერი ტედ ლეონსისია, Monumental Sports and Entertainment-ის მფლობელი. MSE-ის საკუთრებაშია NBA-ის გუნდი Washington Wizards-ი და NHL-ის გუნდი Washington Capitals-ი, ისევე როგორც Capital One Arena, სულ მცირე ხნის წინ კი MSE-მა NBC Sports Washington-ის 66%-იანი წილიც შეიძინა. საბოლოო ჯამში, 2023 წლის რეიტინგში, MSE $4.51 მილიარდით მე-20 ადგილს იკავებს, თუმცა სამომავლოდ მისი სპორტული იმპერიისთვის MLB-ის გუნდის, Washington Nationals-ის დამატებასაც განიხილავს.

უფრო მეტად გლობალური წარმატების მაგალითი Kroenke Sports and Entertainment-ია, რომელსაც მილიარდერი სტენ კრონკი ხელმძღვანელობს. იმპერია მოიცავს ინგლისის საფეხბურთო კლუბ Arsenal-ს, NHL-ის გუნდ Colorado Avalanche-სა, NBA-ის გუნდ Denver Nuggets-სა და NFL-ის (ნაციონალური საფეხბურთო ლიგა) გუნდ Los Angeles Rams-ის. KSE-ის ღირებულება $12.75 მილიარდია და ის რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს.

Forbes-ის შეფასებით, 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიების რეიტინგი ასე გამოიყურება (* აღნიშნავს 50%-იან ან უფრო ნაკლებ წილს):

  1. Liberty Media – $20.8 მილიარდი; გრეგორი მაფეი (პრეზიდენტი და CEO)

ქონება: Atlanta Braves-ი, Formula 1, Drone Racing League*, Kroenke Arena Co.*, Meyer Shank Racing-ი*, Overtime Sports-ი*.

  1. Kroenke Sports & Entertainment-ი – $12.75 მილიარდი; სტენლი კრონკი (მფლობელი და თავმჯდომარე)

ქონება: Los Angeles Rams-ი, Colorado Avalanche, Denver Nuggets-ი, Arsenal FC, The Guard-ი, Colorado Rapids-ი, Colorado Mammoth-ი, Altitude Sports and Entertainment-ი.

  1. ჯერი ჯონსი – $11.32 მილიარდი; (Dallas Cowboys-ის მფლობელი, პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი)

საკუთრებაში: Dallas Cowboys-ი, Legends Hospitality*, The Star-ი, GameSquare Esports-ი*.

  1. Fenway Sports Group-ი – $10.4 მილიარდი; ჯონ ჰენრი და თომას ვერნერი (თანადამფუძნებლები)

ქონება: Boston Red Sox-ი, Liverpool FC, Roush Fenway Keselowski Racing-ი*, NESN-ი, Fenway Sports Management-ი, Pittsburgh Penguins-ი.

  1. Madison Square Garden Sports-ი – $9.17 მილიარდი; ჯეიმს დოლანი (აღმასრულებელი თავმჯდომარე), დევიდ ჰოპკინსონი (პრეზიდენტი და COO)

ქონება: New York Knicks-ი, New York Rangers-ი, Counter Logic Gaming-ი, Hartford Wolf Pack-ი.

  1. The Kraft Group-ი – $7.94 მილიარდი; რობერტ კრაფტი (დამფუძნებელი, CEO)

ქონება: New England Patriots-ი, New England Revolution-ი, UFC-ი*, Kraft Analytics Group-ი, DraftKings-ი*, Oxygen Esports-ი*.

  1. Yankee Global Enterprises-ი – $7.64 მილიარდი; ჰალ სტაინბრენერი (გენერალური დირექტორი)

ქონება: New York Yankees-ი, Legends Hospitality*, YES Network-ი*, New York City FC*, Yankee Stadium Events-ი, AC Milan-ი*.

  1. Glazer Family – $7.53 მილიარდი; ბრაიან, ედვარ და ჯოელ გლეიზერები (მფლობელები)

ქონება: Manchester United-ი, Tampa Bay Buccaneers-ი.

  1. Paul G. Allen Trust-ი – $7.41 მილიარდი; ჯოდი ალენი (თავმჯდომარე)

ქონება: Seattle Seahawks-ი, Portland Trail Blazers-ი, Seattle Sounders-ი*.

  1. Maple Leaf Sports & Entertainment-ი – $6.42 მილიარდი; სინტია დივაინი (პრეზიდენტი და CEO)

ქონება: Toronto Raptors-ი, Toronto Maple Leafs-ი, Toronto FC, Toronto Argonauts-ი, Toronto Marlies-ი.

  1. 49ers Enterprises-ი -$5.97 მილიარდი; დენიზ დებარტოლო იორკი, ჯონ იორკი (მფლობელები)

ქონება: San Francisco 49ers-ი, Leeds United* FC, Elevate Sports Ventures-ი*.

  1. City Football Group-ი – $5.96 მილიარდი; ფერან სორიანო (CEO)

ქონება: Manchester City, New York City FC, Melbourne City FC.

  1. შად ხანი – $5.95 მილიარდი

ქონება: Jacksonville Jaguars-ი, Fulham FC, All Elite Wrestling-ი.

  1. Benson Family -$5.69 მილიარდი; გეილ ბენსონი.

ქონება: New Orleans Saints-ი, New Orleans Pelicans-ი

  1. Guggenheim Baseball Management-ი – $4.92 მილიარდი; მარკ უოლტერი.

ქონება: Los Angeles Dodgers, Spectrum SportsNet LA

  1. Haslam Sports Group-ი – $4.83 მილიარდი; დი და ჯიმი ჰასლამი

ქონება: Cleveland Browns-ი, Columbus Crew-ი.

  1. AMB Sports and Entertainment-ი – $4.77 მილიარდი; არტურ ბლენქი

ქონება: Atlanta Falcons-ი, Atlanta United-ი, PGA Tour Superstore, AMBSE Ventures-ი*.

  1. Harris Blitzer Sports & Entertainment-ი – $4.65 მილიარდი; ჯოშ ჰარისი, დევიდ ბლიცერი.

ქონება: Philadelphia 76ers-ი, New Jersey Devils-ი, New Meta Entertainment-ი*, Elevate Sports Ventures-ი*, HBSE Ventures-ი, Utica Comets-ი.

  1. Tepper Sports & Entertainment-ი – $4.55 მილიარდი; დევიდ ტეპერი

ქონება: Carolina Panthers-ი, Charlotte FC.

  1. Monumental Sports & Entertainment-ი – $4.51 მილიარდი; ტედ ლეონისი

ქონება: Washington Wizards-ი, Washington Capitals-ი, aXiomatic-ი*, NBC Sports Washington-ი, Monumental Sports Network-ი, Washington Mystics-ი.

  1. Pegula Sports & Entertainment-ი – $4.46 მილიარდი; ტერი და კიმ პეგულა

ქონება: Buffalo Bills-ი, Buffalo Sabres-ი, Adpro Sports-ი, Buffalo Bandits-ი, Rochester Americans-ი, Rochester Knighthawks-ი.

  1. Wilf Family – $4.36 მილიარდი; ზიგმუნტ ვილფი

ქონება: Minnesota Vikings-ი, Orlando City SC, Orlando Price, Wise Ventures-ი.

  1. ჯოი ცაი – $3.99 მილიარდი

ქონება: Brooklyn Nets-ი, San Diego Seals-ი, Las Vegas Desert Dogs-ი, New York Liberty, G2 Esports-ი*, LAFC*.

  1. Ricketts Family – $3.73 მილიარდი; ტომ რიკეტსი.

ქონება: Chicago Cubs-ი, Marquee Sports Network-ი*.

  1. RedBird Capital Partners-ი – $3.60 მილიარდი; გერი კარდინალე.

ქონება: AC Milan-ი, Fenway Sports Group-ი*, Yes Network-ი*, Rajasthan Royals-ი*, Toulouse FC, XFL*, Dream Sports-ი*.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *