ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2026 წლის ყველაზე მაღალშემოსალიანი პოდკასტერების რეიტინგი გამოაქვეყნა. Forbes-ის სიის სათავეში ამერიკელი კომიკოსი და UFC-ის კომენტატორი ჯო როგანია, რომელმაც თავისი პოდკასტის, The Joe Rogan Experienceითა და მასთან დაკავშირებული საქმიანობებით გასულ წელს $82 მილიონის შემოსავალი მიიღო.
გამოცემა Forbes-ის 2026 წლის სია წარმოგვიდგენს მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალშემოსალიან პოდკასტერს. Forbes-ის რეიტინგი მოიცავს 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის ივნისამდე მიღებულ გადასახადებამდე შემოსავლებს უშუალოდ პოდკასტებიდან და მასთან დაკავშირებული საქმიანობებიდან, როგორებიცაა პლატფორმებთან გაფორმებული კონტრაქტები, რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი, პოდკასტთან დაკავშირებული ღონისძიებები და ა.შ. შეფასებები ეფუძნება აგენტებთან, იურისტებთან, მენეჯერებთან, მედიაინდუსტრიის ხელმძღვანელებსა და სხვა ექსპერტებთან ჩატარებულ ინტერვიუებს.
2026 წლის სიაში მეორე ადგილს Technology Business Programming Network (TBPN)-ი იკავებს, რომლის შემოსავალმაც გასულ წელს $70 მილიონს მიაღწია. ცნობისთვის, OpenAI 2026 წლის აპრილიდან ამერიკული AI-სტარტაპის, OpenAI-ის საკუთრებაა. თუმცა შესყიდვის პირობებით, TBPN დამოუკიდებელ ბრენდად რჩება და სარედაქციო დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. ხოლო პოდკასტის დამფუძნებლები და თანაწამყვანები ჯონ კუგანი და ჯორდი ჰეისი არიან.
მესამე ყველაზე მაღალშემოსალიანი პოდკასტერი Diary of a CEO-ს კრეატორი სტივენ ბარტლეტია, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში $45 მილიონი გამოიმუშავა. მას მოსდევს Crime Junkie-ს ეშლი ფლაუერსი, $42 მილიონის შემოსავლით, მეხუთე პოზიციას კი SmartLess-ის პოდკასტერები — უილ არნეტი, ჯეისონ ბეიტმენი და შონ ჰეისი — იკავებენ, $37 მილიონის შემოსავლით. ათეულში არიან NFL-ის მოთამაშეები ჯეისონ და ტრევის კელსები, რომელთაც თავიანთი პოდკასტიდან, New Heights-თან $35 მილიონის შემოსავალი მიიღეს.
რეიტინგში ასევე მოხვდა ჯეი შეტი და მისი პოპულარული პოდკასტი, On Purpose-ი, სადაც ისეთი ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ, როგორებიც მიშელ ობამა და მეტ დეიმონი არიან. ცოტა ხნის წინ ჯეი შეტის პოდკასტის ვიდეოვერსიის გავრცელების უფლება Netflix-მა და Spotify-მ შეიძინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლიანი კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით $100 მილიონია.
წარმოგიდგენთ 2026 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან პოდკასტერებს:
ჯო როგანი
The Joe Rogan Experience (Spotify): $82 მილიონი

ჯონ კუგანი, ჯორდი ჰეისი
TBPN (OpenAI): $70 მილიონი

სტივენ ბარტლეტი
The Diary of a CEO (დამოუკიდებელი): $45 მილიონი

ეშლი ფლაუერსი
Crime Junkie (Red Seat Ventures/Tubi): $42 მილიონი

უილ არნეტი, ჯეისონ ბეიტმენი, შონ ჰეისი
SmartLess (SiriusXM): $37 მილიონი

მელ რობინსი
The Mel Robbins Podcast (SiriusXM) : $35 მილიონი

ჯეისონ და ტრევის კელსები
New Heights (Amazon Wondery): $35 მილიონი

ალექს კუპერი
Call Her Daddy (SiriusXM): $32 მილიონი

ჯონ ფავრო, ჯონ ლავეტი, დენ ფაიფერი, ტომი ვიეტორი
Pod Save America (Audioboom): $28 მილიონი

Charlamagne Tha God
The Breakfast Club (iHeart/Netflix): $27 მილიონი

11. დექს შეპარდი – Armchair Expert (Amazon Wondery): $25 მილიონი
12. ემი პოულერი – Good Hang (Spotify): $24 მილიონი
13. ბილ სიმონსი – The Bill Simmons Podcast (Spotify/Netflix): $22 მილიონი
14. ჯეი შეტი – On Purpose (Spotify/Netflix): $21 მილიონი
15. ჯო ბადენი – The Joe Budden Podcast (დამოუკიდებელი): $20 მილიონი
16. ტაკერ კარლსონი – The Tucker Carlson Show (Red Seat Ventures): $20 მილიონი
17. სკოტ გალოვეი – The Prof G Pod (Vox Media): $19 მილიონი
18. ენდრიუ ჰუბერმანი – The Huberman Lab Project (დამოუკიდებელი): $18 მილიონი
19. დან კაცი, ერიკ სოლენბერგერი – Pardon My Take (Barstool Sports/Netflix): $18 მილიონი
20. ჰანა ბერნერი, პეიჯ დესორბო – Giggly Squad (Acast): $18 მილიონი













