Forbes: ფორმულა 1-ის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტები

Forbes: ფორმულა 1-ის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტები

ნიდერლანდელმა პილოტმა მაქს ფერსტაპენმა, ინგლისელი ლუის ჰამილტონი ჯერ ფორმულა 1-ის გასული წლის სეზონში, შემდეგ კი უკვე ფინანსურ რბოლაშიც დაჯაბნა. 25 წლის პილოტმა, საერთო ჯამში, ხელფასისა და ბონუსის ჩათვლით, $60 მილიონი გამოიმუშავა და Forbes-ის 2022 წინ ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ფერსტაპენს მეორე ადგილზე $55 მილიონით ჰამილტონი მოსდევს. აღსანიშნავია, რომ თავად ჰამილტონი, Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგში 2013 წლის შემდეგ მუდმივად გვხდება.

ფერსტაპენმა, სეზონის წინ, Red Bull-თან ახალი, მოგებიანი კონტრაქტი გააფორმა. ნიდერლანდელი 2022 წელს რეკორდულ თხუთმეტ რბოლაში გამარჯვებით და 146 ქულით, სიის ლიდერის სტატუსით ასრულებს. 2017-2020 წლების ჩემპიონი ლუის ჰამილტონის კონტრაქტი კი მომავალ სეზონში იწურება. კარიერის დასრულების შესახებ გავრცელებული ხმების მიუხედავად, თავად ჰaმილტონმა Mercedes-თან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ისაუბრა.

Forbes-ის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების რეიტინგში ჰამილტონს Alpine-ის წარმომადგენელი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მოსდევს ($30 მილიონი), ხუთეულს კი ფერსტაპენის თანაგუნდელი სერხიო პერესი ($26 მილიონი) და Ferrari-ის პილოტი შარლ ლეკლერი ($23 მილიონი) ასრულებენ.

საერთო ჯამში, ფორმულა 1-ის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტის შემოსავალმა დაახლოებით $264 მილიონს მიაღწია, რაც 25%-ით მეტია 2021 წლის პროგნოზებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ის პილოტების უმეტესობა დიდ ყურადღებას არ აქცევს გარიგებებს, რომლებიც უშუალოდ მათ კლუბს ან სპონსორს არ უკავშირდება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს ტრასის გარეთ $1 მილიონზე მაღალი შემოსავალი. ერთ-ერთი მათგანი ჰამილტონია, $8 მილიონით. ფერსტაპენის მიერ ტრასის გარეთ გამომუშავებული თანხა $2 მილიონს აღწევს, თუმცა ეს რიცხვები რეიტინგში გათვალისწინებული არაა.

მიუხედავად ამისა, ფორმულა 1-ის ვარსკვლავებს საფუძველი აქვთ იფიქრონ, რომ მათი შემოსავალი მომავალ სეზონებში კიდევ უფრო გაიზრდება. გასულ წელს F1-ის ბიუჯეტისთვის ახალი ლიმიტი დაწესდა, რომელიც კლუბებს აიძულებს, მთავარ სფეროებში თავიანთი ხარჯები $135 მილიონამდე შეამცირონ. შედეგად, Mercedes-ი, Ferrari და Red Bull-ი ვეღარ შეძლებენ $300-$400 მილიონის დახარჯვას და დიზაინისა და კვლევის ხარჯების შემცირება მოუწევთ. თუმცა პილოტების ანაზღაურება ხარჯების კაპიტალის გაანგარიშებიდან გამორიცხულია და, შედეგად, ბიუჯეტის ლიმიტი მათ შემოსავალზე არ აისახება.

ფორმულა 1-ის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების ათეული:
  1. მაქს ფერსტაპენი, Red Bull Racing – $60 მილიონი (ხელფასი: $40 მილიონი; ბონუსები: $20 მილიონი), ნიდერლანდები
  2. ლუის ჰამილტონი, Mercedes – $55 მილიონი (ხელფასი: $55 მილიონი; ბონუსები: $0), გაერთიანებული სამეფო
  3. ფერნანდო ალონსო, Alpine – $30 მილიონი (ხელფასი: $30 მილიონი; ბონუსები: $0), ესპანეთი
  4. სერხიო პერესი, Red Bull Racing – $26 მილიონი (ხელფასი: $10 მილიონი; ბონუსები: $16 მილიონი), მექსიკა
  5. შარლ ლეკლერი, Ferrari – $23 მილიონი (ხელფასი: $12 მილიონი; ბონუსები: $11 მილიონი), მონაკო
  6. სებასტიან ფეტელი, Aston Martin – $17 მილიონი (ხელფასი: $15 მილიონი; ბონუსები: $2 მილიონი), გერმანია
  7. დანიელ რიკარდო, McLaren – $17 მილიონი (ხელფასი: $15 მილიონი; ბონუსები: $2 მილიონი), ავსტრალია
  8. კარლოს საინსი, Ferrari – $15 მილიონი (ხელფასი: $8 მილიონი; ბონუსები: $7 მილიონი), ესპანეთი
  9. ლანდო ნორისი, McLaren – $11 მილიონი (ხელფასი: $5 მილიონი; ბონუსები: $6 მილიონი), გაერთიანებული სამეფო
  10. ჯორჯ რასელი, Mercedes – $10 მილიონი (ხელფასი: $3 მილიონი; ბონუსები: $7), გაერთიანებული სამეფო
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *