Forbes Georgia და Caspian Energy Club აზერბაიჯანში ერთობლივ გამომცემლობას და ბიზნესღონისძიებებს აანონსებენ

Forbes Georgia და Caspian Energy Club აზერბაიჯანში ერთობლივ გამომცემლობას და ბიზნესღონისძიებებს აანონსებენ

2022 წლის 30 მარტს, ჟურნალ Forbes Georgia-სა და Caspian Energy Club-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ჟურნალ Forbes Caspian Energy-ის რამდენიმე სპეციალური ნომრის გამოქვეყნება. ასევე, Forbes Caspian Energy ფორუმისა და გალა-საღამოს ორგანიზება – ამის შესახებ განცხადება Caspian Energy Club-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ტელმან ალიევმა გააკეთა.

ცერემონიის მონაწილეებთან შეხვედრისას ტელმან ალიევმა აღნიშნა: „ჟურნალ Forbes Georgia-ს გამომცემლობას და Caspian Energy Club-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ისტორიული მოვლენაა. ჩვენ ვაგრძელებთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ბიზნესთანამშრომლობის კარგ ტრადიციას. მე და ჩემი ქართველი მეგობრები დიდი ხანია ვმუშაობთ ჟურნალ Forbes-ის ერთობლივი გამოცემის იდეაზე. ხელმოწერილი მემორანდუმი საშუალებას მისცემს აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს, წარმოაჩინონ საკუთარი თავი რეგიონალური აუდიტორიის წინაშე.

ეს ეხება არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, არამედ წარმატებულ სტარტაპებსაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან.
ჟურნალ Forbes Caspian Energy Special Edition-ის გვერდებზე გაგაცნობთ აზერბაიჯანული კომპანიების დამფუძნებლებისა და ტოპ-მენეჯერების წარმატების ისტორიებს. ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

გაშუქებული იქნება ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაოები;
აზერბაიჯანის მთავრობის წევრების, სამინისტროებისა და დეპარტამენტების, საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები ქვეყნის საბაზრო მდგომარეობის შესახებ. Forbes Caspian Energy-ის პროექტი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აზერბაიჯანელ და ქართველ ბიზნესმენთა ურთიერთობის ფორმირებასა და გაღრმავებაში.

ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას და მიიღო მონაწილეობა Forbes Caspian Energy-ის პროექტის განხორციელებაში.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო Forbes Georgia-ს გამომცემელი ქ-ნი მაია მირიჯანაშვილი და Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი ბ-ნი გიორგი ისაკაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში ბ-ნი ზურაბ გუმბერიძე. ასევე, პროექტის მთავარი კონსულტანტები, ბ-ნები ლაშა შევარდნაძე და რასიმ მახმუდოვი.“

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის მონაწილეებთან საუბრისას, Forbes Georgia-ს გამომცემელმა მაია მირიჯანაშვილმა აღნიშნა: „გამომცემლობა Forbes Georgia მოხარულია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად Forbes Caspian Energy-ის სპეციალურ გამოცემაზე.

ჟურნალი Forbes Georgia, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან გამოდის, ქვეყნის პირველ საერთაშორისო ბიზნესგამოცემას წარმოადგენს. ბიზნესპორტალი forbes.ge, ისევე როგორც ჟურნალი „ფორბსი“, ქვეყნის წამყვანი ბიზნესანალიტიკური პლატფორმაა. ვიმედოვნებ, რომ ეს პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს, გავაღრმაოთ საქმიანი კონტაქტები ჩვენს რეგიონში და ხელი შევუწყოთ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას გლობალური დღის წესრიგის მუდმივი ცვალებადობის პირობებში.“

Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, გიორგი ისაკაძემ განაცხადა: „საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რამდენიმე წელია, განვიხილავთ კასპიის ენერგეტიკულ კლუბთან თანამშრომლობის ფორმატებს, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნები განუწყვეტლივ აწყდებიან სხვადასხვა საერთო თუ ინდივიდუალურ გამოწვევას.

მოხარული ვარ, რომ ეს პარტნიორობა შედგა და ორ რეგიონალურ ბრენდს, Forbes Georgia-სა და Caspian Energy Club-ს შეუძლია შექმნას ახალი ბიზნესპლატფორმა ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის ბიზნესთემებისთვის.

მიუხედავად ცნობილი გამოწვევებისა, 2022 წელს მივაღწიეთ შეთანხმებას ახალ ბიზნესაქტივობაზე, საკომუნიკაციო პლატფორმების შექმნაზე, ერთობლივი ბიზნესფორუმების გამართვაზე, რაც ხელს შეუწყობს ახალი პროექტების დაწყებას. მხარეები და პარტნიორები თანხმდებიან, რომ მიაწვდიან სიახლეებს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც აქტიურად გამოიყენებენ ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის ბიზნესსაზოგადოებები“.

Caspian Energy Club-ი, რომელიც აერთიანებს 5,000-ზე მეტ კომპანიას და ორგანიზაციას მსოფლიოს 50 ქვეყნიდან, 2002 წლის ივნისში დაარსდა. კასპიის ენერგეტიკული კლუბი, რომელიც ბიზნესსა და მთავრობას შორის დიალოგის აქტიური მონაწილეა, მიზნად ისახავს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობას აზერბაიჯანსა და იმ ქვეყნებში, რომლებშიც იგი ფუნქციონირებს. ასევე, კლუბის მიზანია მოლაპარაკებების სტიმულირება B2G, B2B და B2C ფორმატებში და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.

Caspian Energy Club-ი, რომელიც ბიზნესურთიერთობების ხელშემწყობ საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რეგულარულად აწყობს სხვადასხვა სახის ბიზნესღონისძიებებს. Caspian Energy Club-ის შტაბ-ბინა მდებარეობს ბაქოში. Caspian Energy Club-ს აქვს ოფიციალური წარმომადგენლობები საქართველოსა და ყაზახეთში, ასევე ჰყავს უფლებამოსილი წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *