Forbes-ი ქართული წარმოების დრონზე სტატიას აქვეყნებს - წყაროდ “საქმიანი დილაა“ გამოყენებული

Forbes-ი ქართული წარმოების დრონზე სტატიას აქვეყნებს - წყაროდ “საქმიანი დილაა“ გამოყენებული

ამერიკული Forbes-ი ქართული წარმოების დრონზე – Project T-31-ზე სტატიას აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია დრონის მახასიათებლები. გამოცემას წყაროდ მოყვანილი ჰყავს „საქმიანი დილა“.

„პროპელერით მართული T-31, რომელიც 800 ფუნტს იწონის და შეუძლია ოთხი ჭურვის ტარება, TB-2-ის შემცირებულ ვერსიას ჰგავს“, – წერს სტატიის ავტორი.

ის ასევე 2008 წლის რუსეთთან ომს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მაშინ პრობლემა იყო ის, რომ საქართველო ისრაელიდან მიწოდებულ დრონებს იყენებდა. ავტორს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც მოჰყავს:

„იმ დრონების კოდები, რომლებიც ისრაელში იყო ნაყიდი, ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი მტრისთვის ძალიან საეჭვო პირობებში და ისინი ჩამოაგდეს“, – განაცხადა 2012 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

„დრონების ზუსტი რაოდენობა და როგორ დაიკარგა ისინი ომის დროს, დღემდე უცნობია“, – დასძენს სტატიის ავტორი და ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები.

ამერიკული Forbes-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელს საქართველომ კიდევ ერთი ადგილობრივად წარმოებული დრონის შესახებ განაცხადა, რომელზეც “დელტას“ უნდა ემუშავა, აღნიშნული დრონი მაშინ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზეც იყო გამოფენილი, თუმცა, სტატიის ავტორის თქმით, მას შემდეგ ამ ამბიციური პროექტი შესახებ არაფერი გაუგია.

ცნობისთვის, სამხედრო და სადაზვერვო დანიშნულების უპილოტო ხომალდის შექმნაზე Tam Management-ის საავიაციო საწარმო გასული ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახალ დრონს კომერციალიზაციის კარგი შესაძლებლობები ექნება და მისი მახასიათებლებით უცხოელი მყიდველებიც უნდა დაინტერესდნენ. როგორც გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში კომპანია Tam Management-ის დირექტორის მოადგილემ მიხეილ როგავამ აღნიშნა, ხომალდს სადაზვერვო კონფიგურაციით 72 საათის განმავლობაში უწყვეტად ფრენა შეეძლება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.