ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სია მსოფლიოს 190-მდე ქვეყნის 2,500 მილიარდერს აერთიანებს.
2023 წლის რეიტინგის სათავეში მოდის ინდუსტრიის ტიტანი, ბერნარ არნოა, რომლის ქონება 211 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. არნო უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, რომელიც 100-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს.
Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილს ილონ მასკი იკავებს. Tesla-ს, SpaceX-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელს დაახლოებით 180 მილიარდი დოლარის ქონება აქვს.
მესამე ადგილს ელექტრონული კომერციის გიგანტის, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი სჯერდება. მისი ქონების შეფასება 114 მილიარდ დოლარს შეადგენს.
როგორც ტრადიციულად, 2023 წელსაც გლობალურ რეიტინგში ძირითადად ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები დომინირებენ.
გთავაზობთ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ-ათეულს:
1. ბერნარ არნო – $211 მლრდ | LVMH
2. ილონ მასკი – $180 მლრდ | Tesla
3. ჯეფ ბეზოსი – $114 მლრდ | Amazon
4. ლარი ელისონი – $107 მლრდ | Oracle
5. უორენ ბაფეტი – $106 მლრდ | Berkshire Hathaway
6. ბილ გეიტსი – $104 მლრდ | Microsoft
7. მაიკლ ბლუმბერგი – $94.5 მლრდ | Bloomberg
8. კარლოს სლიმი – $93 მლრდ | América Móvil
9. მუკეშ ამბანი – $83.4 მლრდ | Reliance Industries
10. სტივ ბალმერი – $80.7 მლრდ | Microsoft