Forbes Woman Georgia ახალ პროექტს იწყებს

Forbes Woman Georgia ახალ პროექტს იწყებს

Forbes Woman Georgia ახალ პროექტს იწყებს. როგორც გამოცემა წერს, #8მარტიდან8მარტამდე მომდევნო 365 დღის განმავლობაში Forbes Woman Georgia ყოველდღე შეახსენებს საზოგადოებას, რომ ქალები არიან თავისუფლები, დამოუკიდებლები, ძლიერები და მებრძოლები.

„ხშირად გვავიწყდება, რომ საქართველოში ქალები ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე არიან და ხშირად მარტოც კი რჩებიან ამ გამოწვევებთან.

ნებისა და არჩევანის თავისუფლება, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლება, ფინანსური დამოუკიდებლობა, ხელმისაწვდომობა განათლებაზე – ამ ძირითადი უფლებებისა და გარანტიების შეზღუდვა ქალებს უკარგავს შანსს იყვნენ დამოუკიდებლები, ბედნიერები და წარმატებულები.

ჩვენ გადავწყვიტეთ, მომდევნო 365 დღის განმავლობაში ჩვენი პლატფორმიდან ყოველდღე შეგახსენოთ, რომ ქალები არიან თავისუფლები, დამოუკიდებლები, ძლიერები და მებრძოლები. ყოველდღე გითხრათ, რომ დაუშვებელია მათი ნებისა და თავისუფლების შეზღუდვა, დაუშვებელია მათთვის ნებისმიერი სახის საფრთხის შექმნა, დაუშვებელია მათზე გავლენის მოპოვების მცდელობა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ძალისხმევას ექნება პოზიტიური შედეგი და ყოველდღე, #8მარტიდან8მარტამდე უპირობოდ დავუჭერთ მხარს მათ განვითარებასა და თავისუფლებას“, – წერს Forbes Woman Georgia.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *