გადასახადის გადამხდელებს 1,5 მილიარდი ლარი ჩამოეწერათ

გადასახადის გადამხდელებს 1,5 მილიარდი ლარი ჩამოეწერათ

2017 წლის 6 თვის მონაცემებით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით, 35 381 გადამხდელს ჯამში 1 584 985 987 ლარი ჩამოეწერა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ავტომატურად დაკმაყოფილდა 41 გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და დაბრუნებულმა თანხამ 3 422 300 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

ა) 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე  გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება;  

ბ) 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე  აქტივობები არ უფიქსირდება;

გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.