გაიხსნება ევროპა საშობაოდ? – JPMorgan-ის ექსპერტების პროგნოზები

გაიხსნება ევროპა საშობაოდ? – JPMorgan-ის ექსპერტების პროგნოზები

გაიხსნება ევროპა საშობაოდ? ამ კითხვაზე პასუხს ევროპის თითოეული ქვეყნის მოსახლეობა ელოდება. საკითხზე JPMorgan-ის ექსპერტების პროგნოზებს CNBC გვთავაზობს.

შობის სეზონი ახლოვდება, ევროპული ქვეყნების უმრავლესობას კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის “ლოქდაუნი“ აქვს გამოცხადებული.

ევროზონის ორი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გერმანია და საფრანგეთიც ჩაკეტილია.

“იქიდან გამომდინარე, რომ დეკემბერში როგორც წესი, დატვირთულია ეკონომიკური და სოციალური აქტივობებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ შენარჩუნდება თუ არა არსებული ვითარება. ჩვენი შეფასებით შენარჩუნდება“, – განაცხადა JPMorgan-ის ეკონომისტმა დევიდ მაკიმ.

გერმანიაში საყოველთაო “ლოქდაუნი” ნოემბრის ბოლომდე შენარჩუნდება, საფრანგეთში 1 დეკემბრის ჩათვლით, დიდ ბრიტანეთში კი 2 დეკემბრამდე.

“იქნება თუ არა მორიგი ლოქდაუნი მომავალი წლის საწყის თვეებში გამოცხადებული, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინის კანდიდატების დამტკიცებაზე“, – აღნიშნა JPMorgan-ის ეკონომისტმა.

JPMorgan-მა შეისწავლა ევროპაში მობილობის ბოლო მონაცემები და შეადარა ის პანდემიის პირველი ტალღის დროს არსებულ ვითარებას. კერძოდ, საინვესტიციო ბანკმა მოიცვა გერმანია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი და დაასკვნა, რომ ამ ქვეყნებში მობილობის რაოდენობა შემცირებულია მნიშვნელოვნად იმ დონემდე, სადაც უკვე შესაძლებელია ვირუსის გავრცელების მართვა.

“ეს გამოცდილებები გვეუბნება იმას, რომ ევროპაში ბოლო კვირების განმავლობაში დაწესებული შეზღუდვები საკმარისი იქნება იმისთვის რომ ვირუსზე კონტროლი მოიპოვონ ქვეყნებმა, სულ მცირე ამ დროისთვის მაინც“, – განაცხადა ეკონომისტმა დევიდ მაკიმ.