გარეთ ბეილი - მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ახალგაზრდა სპორტსმენი

გარეთ ბეილი - მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ახალგაზრდა სპორტსმენი

უკვე ორი ათწლეულია, რაც პროფესიონალურმა სპორტულმა ლიგებმა საგრძნობლად შეამცირეს სპორტის ახალგაზრდა ვარსკვლავებისთვის განკუთვნილი ანაზღაურება. შეერთებულ შტატებში ამ ცვლილებმა სერიოზულად იმოქმედა კალათბურთის, ამერიკული ფეხბურთის, ჰოკეისა და ბეისბოლის ახალგაზრდა მოთამაშეებზე. NBA-მ, ჯერ კიდევ 1995 წელს, გაუცრუა იმედები გლენ რობინსონს, რომელიც ნომერ პირველ ახალგაზრდა მოთამაშედ იყო აღიარებული და მას მოსალოდნელი 100 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 68 მილიონიან, 10 წლიან კონტრაქტზე მოუწია დათანხმება. დღეს ეს შეთანხმება NBA-ს ისტორიაში ახალწვეულისთვის ყველაზე დიდ გარიგებად ითვლება.

ხელფასების შემცირება, შედარებით გვიან, 2011 წელს იგრძნეს ამერიკული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავებმა. შედეგად, წლის ტოპ-ახალწვეულმა, კემ ნიუტონმა გააფორმა $22–მილიონიანი ღირებულების კონტრაქტი, მაშინ როდესაც მისი წინამორბედის, სემ ბრედფორდის კონტრაქტი $78 მილიონის ღირებულების იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წესები სპორტის ყველა ზემოთჩამოთვლილ სახეობას შეეხო, ახალგაზრდა სპორტსმენების ჯგუფი კვლავ ახერხებს მაღალანაზღაურებადი ათლეტების რეიტინგში ადგილის დამკვირდებას. მსოფლიოს 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგში, რომელთა საშუალო ასაკიც არის 31, რვას ჯერ 26-ე დაბადების დღეც არ აღუნიშნავთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდა სპორტსმენთა ნახევარს ფეხბურთელები წარმოადგენენ, რადგან ევროპა ახალგაზრდა ვასრკვლავებისადმი „ლმობიერ“ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი, რომელიც 25 წლამდე სპორტსმენების სიას უდგას სათავეში, არის გარეთ ბეილი. რეიტინგში ის 100-დან მე-18-ე ადგილს იკავებს და 25 წლის ასაკში $35 მილიონის მფლობელია. ბრიტანელი ფეხბურთელი ტოტენჰემიდან მადრიდის რეალში 2013 წელს გადავიდა და მისი ტრანსფერის ღირებულება ($118 მილიონი) ტრანსფერების ისტორიაში მესამეა. ხელფასის სახით, ბეილი რეალისგან წელიწადში $25 მილიონს იღებს. თუმცა, საკმაოდ იმედგამაცრუებელი სეზონის შემდეგ, მისი კარიერა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ანაზღაურების გარდა, ბეილს აქვს 2014 წელს გაფორმებული 6-წლიანი კონტრაქტი ადიდასთან, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $35 მილიონია.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის მეორე ადგილს იკავებს, განსაკუთრებით მოთხოვნადია ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Red Bull, Volkswagen, Nike, Panasonic და სხვა. მის სპორტულ კონტრაქტს „ბარსელონასთან“ 5 წელიწადში $75 მილიონი შემოაქვს ვარსკვლავისთვის, რომელიც სრულ რეიტინგში 23-ე ადგილს იკავებს.

კეი ნიშიკორი იაპონელი ჩოგბურთელია, რომელიც მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში 92-ე ადგილს იკავებს. იგი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა. უკანასკნელ წელს მან $19.5 მილიონი დააგროვა საპრიზო ფონდებიდან, სპონსორების და სარეკლამო კომპანიებისგან. ის პირველი იაპონელი ჩოგბურთელია რომელიმაც 2014 წელს ამერიკის ღია ჩემპიონატზე ათეულში მოხვდა და ფინალამდე მიაღწია. დღეს მის პარტნიორებს წარმოადგენენ ადიდასი, ნისანი, უილსონი, იაგუარი და დელტა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *