გასულ თვეს ათი მილიარდერის ქონება $126 მილიარდით გაიზარდა

გასულ თვეს ათი მილიარდერის ქონება $126 მილიარდით გაიზარდა

თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საფონდო ბირჟების უპრეცედენტო კლების შემდეგ, საპირისპირო პროცესი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბირჟები ჯერ მაინც ვერ დაუბრუნდნენ თებერვლის მონაცემებს, ზრდა მაინც შესამჩნევია. მაგალითად, Dow Jones–ი 23 მარტის შემდეგ 25%–ით გაიზარდა, იგივენაირი ზრდა აქვს S&P 500-საც. ბირჟების ზრდა მილიარდერებზეც დადებითაც აისახა. მათი ქონება გაიზარდა. Forbes-ის მონაცემებით, ბოლო ერთ თვეში, ათი მათგანის ქონებამ ჯამში 24%–ით, კერძოდ კი $125.9 მილიარდით მოიმატა.

ყველაზე მოგებულები ბოლო ერთი თვის მანძილზე განსაკუთრებით ის უმდიდრესი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ტექნოლოგიურ კომპანიებს აკონტროლებენ. მათ შორის კი ყველაზე მეტად Amazon–ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა იხეირა. თავად Amazon–ის აქციები კი 11%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის თანამშრომლებმა უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გამართეს, Amazon–ი მაინც მოგებულია. მისი მფლობელი ბეზოსი ახლა $144.5 მილიარდს ფლობს.

საფონდო ბირჟების ზრდა აისახა ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის, მაკეშ ამბანის ქონებაზეც. მას შემდეგ რაც გასულ თვეს Facebook–მა ამბანის კუთვნილი პლატფორმის წილის შესყიდვის შესახებ განაცხადა, ამბანის ქონებაც $17.1 მილიარდით გაიზარდა. ის ახლა არამხოლოდ ინდოეთის, არამედ აზიის უმდიდრესი ადამიანია.

რიგით მესამე, ყველაზე მეტად მოგებული გასულ თვეს მარკ ცუკერბერგი იყო. Facebook-ის აქციები 25%-ით გაიზარდა, თავად ცუკერბერგის ქონება კი $13,4 მილიარდით. ახლა მისი ქონება $68,5 მილიარდია.

გთავაზობთ 10 მილიარდერს, რომელთათვისაც ბოლო თვე ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა:

ჯეფ ბეზოსი – $27.5 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება და ახლა $144.5 მილიარდია;

მაკეშ ამბანი – $17.1 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება და ახლა $49.9 მილიარდია;

მარკ ცუკერბერგი – $13.4 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება და ახლა $68.5 მილიარდია;

სტივ ბალმერი – $10.5 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება და ახლა $61.9 მილიარდია;

ბერნარ არნო – $10.2 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება და ახლა $91.5 მილიარდია;

უორენ ბაფეტი – $10.1 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება და ახლა $73.3 მილიარდია;

მაკენზი ბეზოსი – $9.7  მილიარდით გაიზარდა მისი ქონება და ახლა $47.1 მილიარდია;

ელონ მასკი – $9.6 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება და ახლა $36.7 მილიარდია;

ლარი ელისონი – $9.3 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება და ახლა $65.3 მილიარდია;

ლარი პეიჯი – $8.7 მილიარდით გაიზარდა მისი ქონება და ახლა $58.1 მილიარდია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.