გასული კვირის ყველაზე დაზარალებული მილიარდერები

გასული კვირის ყველაზე დაზარალებული მილიარდერები

გასულ კვირას მსოფლიო ბირჟები მკვეთრად დაეცა, ამას დაემატა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რამაც საკმაოდ არასახარბიელო ვითარება შექმნა. მდიდარმა ადამიანებმა მილიარდობით თანხა დაკარგეს. ათმა მდიდარმა მსოფლიოს მასშტაბით ჯამში $76.4 მლრდ იზარალა.

გასული კვირის ყველაზე მეტად დაზარალებული ბერნარ არნო იყო, რომლის ქონებაც $14 მლრდ-ით შემცირდა და $84.6 მლრდ შეადგინა. დაახლოებით ორი კვირის წინ კი არნო $100 მლრდ-ზე მეტს ფლობდა. არნოს კომპანია LVMH-ი მნიშვნელოვნად დააზარალა კორონავირუსის კრიზისმა.

ერთ-ერთი ყველაზე დაზარალეულია ფრანგი მილიარდერი ფრანსუა პინოც, რომელმაც გასულ კვირას $5.9 მლრდ დაკარგა. მისი ქონება ახლა $30.6 მლრდ-ს შეადგენს. Luxottica-ს დამფუძნებელმა ლეონარდო დელ ვეკკიომ კი $4.9 მლრდ იზარალა.

კორონავირუსის გამო სერიოზულ ზარალს ნახულობს მოდის სექტორიც. მაგალითად ესპაელმა ამანსიო ორტეგამ, რომელიც Zara-ს მფლობელია, $12.8 მლრდ დაკარგა, შედეგად მისი ქონება $57.5 მლრდ-მდე შემცირდა. L’Oréal-ის დამფუძნებელმა ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ქალია, $8.9 მლრდ იზარალა.

იმ მდიდარი ადამიანების ათეული, რომლებმაც ყველაზე მეტად იზარალა გასულ კვირას, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ბერნარ არნო, LVMH – -$14 მლრდ

  • ამანსიო ორტეგა, Inditex – -$12.8 მლრდ

  • ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერი, L’Oréal – -$8.9 მლრდ

  • კარლოს სლიმი, America Movil – -$7 მლრდ

  • ჯეფ ბეზოსი, Amazon – -$6.4 მლრდ

  • მაკეშ ამბანი, Reliance Industries – -$6.1 მლრდ

  • ფრანსუა პინო, Kering – -$5.9 მლრდ

  • ელონ მასკი, Tesla – -$5.5 მლრდ

  • ლორენ პაუელი, Apple – -$4.9 მლრდ

  • ლეონარდო დელ ვეკკიო, Luxottica – -$4.9 მლრდ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.