კორონავირუსის პანდემიის საფრთხეებმა ინვესტორთა პანიკა გამოიწვია. რისკებმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები მნიშვნელოვნად დააზარალა. მათთვის გასული კვირა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი კვირა აღმოჩნდა. 10-მა მილიარდერმა ჯამში დაახლოებით 83.4 მლრდ დოლარი დაკარგა. კიდევ ათობით მდიდარი ადამიანის ქონება კი ასობით მილიონი დოლარით შემცირდა.
ინვესტორების შეშფოთების გამო, მსოფლიოს მასშტაბით გასული კვირა მძიმე იყო საფონდო ბირჟებისთვისაც. Shanghai Composite-ი და Euro Stoxx 50-ი 5.2% და 12.4%-ით დაეცა. რაც შეეხება ამერიკულ ბირჟებს, Dow Jones-ი გასულ კვირას 12.4%-ითშემცირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის კრიზისის შემდეგ.
რაც შეეხება ყველაზე მდიდარ ადამიანებს მსოფლიოში, ჯეფ ბეზოსმა გასულ კირას 14.1 მლრდ დოლარი დაკარგა, შედეგად მისი დანაკარგი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. პარასკევის მონაცემებით, მისი ქონება 113.6 მლრდ დოლარამდე ჩამოვიდა. მისმა კომპანია Amazon-მა საბითუმო გამყიდველებს მიწოდების ქსელის შეფერხებით მუშაობის მზადყოფნის შესახებ აცნობა.
რაც შეეხება რიგით მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანის, უორენ ბაფეტის დანაკარგებს, გასულ კვირას მისი ქონება 9.8 მლრდ დოლარით შემცირდა და 80.3 მლრდ დოლარამდე დაეცა. თუმცა, შექმნილი ვითარების გამო, ბაფეტი Berkshire Hathaway-ისსტრატეგიას არ ცვლის. “ჩვენ ვყიდულობთ 20-30 წლით ბიზნესებს. ჩვენი აზრით, 20-30–წლიან ხედვას კორონავირუსი ვერ ცვლის”, – განაცხადა ბაფეტმა.
რაც შეეხება Tesla-ს დამფუძნებელ ილონ მასკს, გასულ კვირას მან 8.9 მლრდ დოლარი დაკარგა, შედეგად მისმა ქონებამ 34.7 მლრდ დოლარი შეადგინა. Tesla-ს გეგმები ჰქონდა, რომ ჩინეთში ახალი ქარხნის გახსნით მნიშვნელოვნად გაზრდიდა გაყიდვებს, თუმცა, აღნიშნულ გეგმებს კორონავირუსმა შეუშალა ხელი, ავტომწარმოებელს ვირუსის გამო, მოუწია ორი კვირით შეეჩერებინა შანხაის ქარხნის მუშაობა.
გასულ კვირას მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდგრადმა და სტაბილურად მზარდმა კომპანიამ Microsoft-მაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 53 მლრდ დოლარით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ინვესტორები გააფრთხილა, რომ პირველი კვარტლის გაყიდვები გეგმების მიხედვით ვერ შედგება და ამის მიზეზი კორონავირუსის გავლენაა ჩინეთში კომპუტერების მიმწოდელებსა და მწარმოებლებზე. მისმა დამფუძნებელმა ბილ გეითსმაც შესაბამისად დაკარგა 6.6 მლრდ დოლარი, თუმცა, ის კვლავ ინარჩუნებს მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის პოზიციას.
რაც შეეხება, მოდის ინდუსტრიის ტიტანებს – ამანსიო ორგეტასა და ბერნარ არნოს, მათაც დაკარგეს მილიარდები. კორონავირუსის გავრცელება ხელს უშლის რიტეილ სფეროს, ვინაიდან ტანსაცმლის და ტექსტილის მესამედზე მეტი სწორედ ჩინეთში იწრმოება. ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ, არნოს ქონება 7.4 მლრდ დოლარით შემცირდა და 97.8 მლრდ დოლარი შეადგინა. Zara-ს დამფუძნებელმა, ესპანელმა მილიარდერმა ამანსიო ორტეგამ კი 6.1 მლრდ დოლარი დაკარგა და მისი ქონება 70.9 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
გთავაზობთ ასევე იმ ადამიანების ათეულს, რომლებმაც ყველაზე მეტი ზარალი განიცადეს კორონავირუსის გამო:
ჯეფ ბეზოსი, Amazon – $14.1 billion
უორენ ბაფეტი, Berkshire Hathaway – $9.8 billion
ილონ მასკი, Tesla – $8.9 billion
მარკ ცუკერბერგი, Facebook– $8.5 billion
ლარი ელისონი, Oracle – $7.7 billion
ბერნარ არნო, LVMH– $7.4 billion
ლარი პეიჯი, Alphabet– $7.3 billion
სერგეი ბრინი, Alphabet – $7 billion
ბილ გეითსი, Microsoft– $6.6 billion
ამანსიო ორტეგა, Inditex– $6.1 billion
წყარო: Forbes.com