გასული კვირის ყველაზე "წაგებულები": ბეზოსიდან ცუკერბერგამდე

გასული კვირის ყველაზე "წაგებულები": ბეზოსიდან ცუკერბერგამდე

კორონავირუსის პანდემიის საფრთხეებმა ინვესტორთა პანიკა გამოიწვია. რისკებმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები მნიშვნელოვნად დააზარალა. მათთვის გასული კვირა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდი კვირა აღმოჩნდა. 10-მა მილიარდერმა ჯამში დაახლოებით 83.4 მლრდ დოლარი დაკარგა. კიდევ ათობით მდიდარი ადამიაის ქონება კი ასობით მილიონი დოლარით შემცირდა.

ინვესტორების შეშფოთების გამო, მსოფლიოს მასშტაბით გასული კვირა მძიმე იყო საფონდო ბირჟებისთვისაც. Shanghai Composite-ი და Euro Stoxx 50-ი 5.2% და 12.4%-ით დაეცა. რაც შეეხება ამერიკულ ბირჟებს, Dow Jones-ი გასულ კვირას 12.4%-ითშემცირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებლია 2008 წლის კრიზისის შემდეგ.

რაც შეეხება ყველაზე მდიდარ ადამიანებს მსოფლიოში, ჯეფ ბეზოსმა გასულ კირას 14.1 მლრდ დოლარი დაკარგა, შედეგად მისი დანაკარგი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში. პარასკევის მონაცემებით, მისი ქონება 113.6 მლრდ დოლარამდე ჩამოვიდა. მისმა კომანია Amazon-მა საბითუმო გამყიდველებს მიწოდების ქსელის შეფერხებით მუშაობის მზადყოფნის შესახებ აცნობა.

რაც შეეხება რიგით მესამე ყველაზე მდიდარ ადამიანის, უორენ ბაფეტის დანაკარგებს, გასულ კვირას მისი ქონება 9.8 მლრდ დოლარით შემცირდა და 80.3 მლრდ დოლარამდე დაეცა. თუმცა, შექმნილი ვთარების გამო, ბაფეტი Berkshire Hathaway-ისსტრატეგიას არ ცვლის. “ჩვენ ვყიდულობთ 20-30 წლით ბიზნესებს. ჩვენი აზრით, 20-30წლიან ხედას კორონავირუსი ვერ ცვლის”, – განაცხადა ბაფეტმა.  

რაც შეეხება Tesla-ს დამფუძნებელ ილონ მასკს, გასულ კვირას მან 8.9 მლრდ დოლარი დაკარგა, შედეგად მისმა ქონებამ 34.7 მლრდ დოლარი შეადგინა. Tesla-ს გეგმები ჰქონდა, რომ ჩინეთში ახალი ქარხნის გახსნით მნიშვნელოვნად გაზრდიდა გაყიდვებს, თუმცა, აღნიშნულ გეგმებ კორონავირუსმა შეუშალა ხელი, ავტომწაოებელს ვირუსის გამო, მოუწია ორი კვირით შეეჩერებინა შანხაის ქარხნის მშაობა.

გასულ კვირას მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდგრადმა და სტაბილურად მზარდმა კომპანიამ Microsoft-მა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 53 მლრდ დოლარით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ინვესტორები გააფრთხილა, რომ პირველი კვარტლის გაყიდვები გეგმების მიხედვით ვერ შედგება და ამის მიზეზი კორონავირუსის გავლენაა ჩნეთში კომპუტერების მიმწოდელებსა და მწარმოებლებზე. მისმა დამფუძნებელმა ბილ გეითსმაც შესაბამისად დაკარგა 6.6 მლრდ დოლარი, უმცა, ის კვლა ინარჩუნებს მოფლიოს რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანის პოზიციას.

რაც შეეხება, მოდის ინდუსტრიის ტიტანებს ამანსიო ორგეტასა და ბერნარ არნოს, მათაც დაკარგეს მილიარდები. კორონავირუსის გავრცელება ხელს უშლის რიტეილ სფეროს, ვინაიდან ტანსაცმლის და ტექსტილის მესამედზე მეტი სწორედ ჩინეში იწრმოება. ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ, არნოს ქონება 7.4 მლრდ დოლარით შემცირდა და 97.8 მლრდ დოლარი შეადგინა. Zara-ს დამფუძნებმა, ესპანელმა მილიარდერმა ამანსიო ორტეგამ კი 6.1 მლრდ დოლარი დაკარგა და მისი ქონება 70.9 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

გთავაზობთ ასევე იმ ადამიანების ათეულს, რომლებმაც ყველაზე მეტი ზარალი განიცადეს კორონავირუსის გამო:

  • ჯეფ ბეზოსი, Amazon – $14.1 billion

  • უორენ ბაფეტი, Berkshire Hathaway – $9.8 billion

  • ილონ მასკი, Tesla – $8.9 billion

  • მარკ ცუკერბერგი, Facebook– $8.5 billion

  • ლარი ელისონი, Oracle – $7.7 billion

  • ბერნარ არნო, LVMH– $7.4 billion

  • ლარი პეიჯი, Alphabet– $7.3 billion

  • სერგეი ბრინი, Alphabet – $7 billion

  • ბილ გეითსი, Microsoft– $6.6 billion

  • ამანსიო ორტეგა, Inditex– $6.1 billion

    წყარო: Forbes.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.