Gazprom: ევროპაში გაზის ფასი შესაძლოა, კიდევ 60%-ით გაიზარდოს

Gazprom: ევროპაში გაზის ფასი შესაძლოა, კიდევ 60%-ით გაიზარდოს

რუსული სახელმწიფო კომპანია Gazprom-ის განცხადებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შესაძლოა, კიდევ 60%-ით გაიზარდოს და 1,000 კუბურ მეტრზე $4,000-ზე მეტი შეადგინოს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, კომპანიის ექსპორტი და წარმოება ვარდნას განაგრძობს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ ევროპის მთავარი მიმწოდებელი სახელმწიფოდან ბუნებრივი აირის ნაკადები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ნაკადების შემცირება ერთ-ერთი მარშრუტის დახურვამ და სანქციების შედეგად, Nord Stream 1-ის აღჭურვილობასთან დაკავშირებით გამოწვეულმა გაურკვევლობამ განაპირობა.

„ევროპაში გაზის ფასმა, 1,000 კუბურ მეტრზე უკვე $2,500 შეადგინა. მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ზამთარში ფასები 1,000 კუბურ მეტრზე $4,000-ს გადააჭარბებს“, – აცხადებენ „გაზპრომში“.

შეგახსენებთ, კიევმა ევროპაში ექსპორტისთვის განკუთვნილი Gazprom-ის ერთ-ერთი მარშრუტი დახურა, ხოლო რუსულმა ენერგოგიგანტმა გერმანიისთვის Nord Stream 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება 20%-მდე შეამცირა და მიზეზად კანადის მხრიდან, მილსადენის ტურბინის დაგვიანებული დაბრუნება დაასახელა.

საერთო ჯამში, გასულ წელთან შედარებით „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის ექსპორტი, იანვარი-აგვისტოს პერიოდში, 36.2%-ით, 78.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *