გაზსადენ TAP-ის ზღვის ნაწილის მშენებლობა დასრულდა

გაზსადენ TAP-ის ზღვის ნაწილის მშენებლობა დასრულდა

ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის (TAP) ზღვის ნაწილში მშენებლობა დასრულდა. საუბარია 105 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, რაც აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას შეუწყობს ხელს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, TAP-ის კონსორციუმში აცხადებენ, რომ მშენებლობის ამ ეტაპზე დამონტაჟდა 36-დიუმიანი მილსადენები იტალიური კომპანია  Saipem-ის კუთვნილ ბარჟაზე, ასევე სახმელეთო კომუნიკაციები ალბანეთის წყლებში და შემოწმდა ინფრასტრუქტურა, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და ოპერაციული მზადყოფნა.

აღსანიშნავია, რომ TAP-ის მილსადენი სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ნაწილია, საწყის ეტაპზე როგორც დაგეგმილია, დღეში მილსადენით ევროპაში 10 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს.

სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემა დაუკავშირდება ტრანს-ანატოლიის გაზსადენს (TANAP) აღმოსავლეთ თურქეთის საზღვარზე, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდება 1900 კმ-თ დაშორებულ ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე. TAP-ის გაზსადენი გაივლის საბერძნეთის, ალბანეთის ტერიტორიას და ადრიატიკის ზღვას სამხრეთ იტალიამდე.

აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წელსვე უნდა დაიწყოს. აპრილის ბოლოს მონაცემებით, მილსადენის მშენებლობის 95.1% დასრულებულია.

ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის სრული სიგრძეა 870 კმ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *