Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეითსის განცხადებით, პანდემიის შემდგომ მსოფლიოში საქმიანი ტურიზმი 50%-თ მაინც შემცირდება. ამის შესახებ გეითსმა New York Times-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ-ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, მომავალში ბიზნეს-კომპანიები კარგად აწონიან ხარჯებს იქამდე, სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას გააგზავნონ თუ არა საკუთარი წარმომადგენელი საქმიან მივლინებაში. ამის მაგალითად გეითსს მოჰყავს წლის განმავლობაში გამართული მრავალი მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც წარსულში ყოველთვის ფიზიკური სახით იმართებოდა, თუმცა წელს დისტანციურად ჩატარდა.
CNBC-ის თანახმად, აშშ-ის საავიაციო ბაზრისთვის ბიზნეს ტურიზმი განსაკუთრებულად შემოსავალი იყო და ის ავიაკომპანიების წმინდა მოგების ნახევარს აგენერირებდა, მაშინ როდესაც მასზე გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის 30%-ზე ნაკლები მოდის.