General Motors-ის ელექტრომობილების ახალი ელემენტები Tesla-ს აჯობებს

General Motors-ის ელექტრომობილების ახალი ელემენტები Tesla-ს აჯობებს

General Motors-მა ელექტრომობილების ახალი ელემენტის გამოშვების შესახებ განაცხადა, რომელიც 645-მდე კილომეტრის მანძილის გავლის შესაძლებლობას იძლევა და უფრო იაფი ჯდება, ვიდრე დღეს არსებული ელემენტები. ამასთან, ახალი ელემენტი ერთი დამუხტვით ელექტრომობილს იმაზე მეტს გაატარებს, ვიდრე ამას Tesla გვთავაზობს. Tesla-ს სედანის ბოლო ვერსია Model S Long Range მოდელი 630 კმ მანძილის გავლის შესაძლებლობას იძლევა.

General Motors-ის ელემენტების გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე ახალი მოდელის ელექტრომობილზე, მათ შორის თვითმართვად ელექტრომობილზეც. კომპანია ასევე იმედოვნებს, რომ მალე ელემენტების სხვა კომპანიების მანქანებზე გამოყენების ლიცენზიასაც მოიპოვებს.

“GM მუშაობს სრულად “ელექტრომომავლისთვის“, ვინაიდან ჩვენ გვჯერა, რომ კლიმატური ცვლილებები რეალობაა“, – განაცხადა GM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი ბარამ.

მისივე თქმით, კომპანია აპირებს წლიურად 3 მლრდ დოლარის ინვესტირებას ელექტრომობილების განვითარებაში 2020-დან 2025 წლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ GM-ს არ დაუსახელებია რომელიმე კონკრეტული კონკურენტი, ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში ეს არის Tesla. Tesla წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში ელექტრომობილების წარმოების კუთხით. ის თავის ელემენტებს ნევადაში მდებარე ქარხანაში აწარმოებს. ამასთან, კომპანიას ახალი ქარხანა აქვს გახსნილი ჩინეთში და გერმანიაში კიდევ ერთი მსხვილი ქარხნის მშენებლობაზე მუშაობს.

გასულ წელს აშშ-ში 250 000-მდე ელექტრომობილი გაიყიდა, მათგან 90% სწორედ Tesla იყო.

როგორც GM-მა პროგნოზების მიხედვით განაცხადა, აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვები 2030 წლისთვის შესაძლოა 3 მილიონამდე გაიზარდოს.  

აღსანიშნავია, რომ GM-ს ინჟინრები უკვე მუშაობენ მომდევნო თაობის ელემენტის წარმოებაზე, რომელიც მანქანას ერთ დამუხტვაზე 965 კმ-მდე გაატარებს.

CNN

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.