გერმანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან LNG-ხელშეკრულებების გაფორმებას გეგმავს

გერმანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან LNG-ხელშეკრულებების გაფორმებას გეგმავს

ოლაფ შოლცის მოადგილის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი სავარაუდოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვასთან დაკავშირებით (LNG) ხელშეკრულებებს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ გერმანია, უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, რუსული ენერგოიმპორტის ჩასანაცვლებლად ახალ პარტნიორებს ეძებს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, მთავრობა ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ქვეყნებთან მუდმივ რეჟიმში აწარმოებს. ამის დასტურია მათ შორის მარტში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტები. აღსანიშნავია, რომ მაისში კატარსა და გერმანიას შორის LNG-ის შესყიდვასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებები სავსე იყო უთანხმოებით ძირითადი საკითხებისა და მათ შორის კონტრაქტის ხანგრძლივობის შესახებ.

ცნობისთვის, რუსული ბუნებრივი აირისგან დივერსიფიკაციის მცდელობის ფარგლებში, გერმანიამ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალების შეძენა უკვე დაიწყო. მთავრობის პროგნოზით, სახელმწიფო იჯარით აღებული მცურავი შენახვისა და რეგაზიფიკაციის ტერმინალები 2023 წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედდეს.

„განსაკუთრებით მსგავს პერიოდში პროექტების დაგეგმვა, ავტორიზაცია და აშენება იმაზე სწრაფად უნდა შევძლოთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება გერმანიაში“, – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა ჩრდილოეთ გერმანიაში სიტყვით გამოსვლისას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *