ევროპის მასშტაბით არსებული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად და ინფლაციური წნეხის შესამსუბუქებლად, გერმანიის მთავრობა მომდევნო წლის განმავლობაში კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე თითქმის 84 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს.
ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის მიერ წარდგენილი სტრატეგია დეკემბერში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების დაფინანსებისთვის $41 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს.
დარჩენილი $43 მილიარდი კი პერიოდულად დაიხარჯება ენერგორესურსების ტარიფების შესამცირებლად, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული ორგანიზაციებისა და ბიზნესებისთვის.
ცნობისთვის, ენერგოკრიზისის დასაძლევად, ევროკავშირის მასშტაბით მთავრობებმა უკვე დახარჯეს თითქმის 200 მილიარდი დოლარი, აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი კი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების სუბსიდირებისთვის გამოიყო.