გერმანია რუსეთს Nord Stream 2-ის პროექტიდან გასვლით ემუქრება

გერმანია რუსეთს Nord Stream 2-ის პროექტიდან გასვლით ემუქრება

გერმანელი მაღალჩინოსნები კრემლს ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის საეჭვო მოწამვლის საქმის გამოძიებაში თანამშრომლობას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბერლინმა შესაძლოა, მოსკოვთან გაზსადენის ერთობლივ პროექტში მონაწილეობა გადაიფიქროს. საუბარია Nord Stream 2-ზე.

“იმედი მაქვს, რომ რუსეთი ჩვენს Nord Stream 2-ის მხარდაჩეჭერას შეინარჩუნებს და არ გვაიძულებს, რომ პროექტს გამოვეთიშოთ,” – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა. 

მაასი მიიჩნევს, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის, სანქციები რუსეთზე “ეფექტურად უნდა დაწესდეს”. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ თითქმის უკვე დასრულებული Nord Stream 2-ის მშენებლობის შეჩერება მავნებელია, როგორც რუსეთისთვის, ასევე გერმანული და ევროპული კომპანიებისათვის.

სანქციების დაწესებისგან გერმანია ჯერ თავს იკავებს, მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის ჯერ “ძალიან ადრეა”. გარდა ამისა, მან დაამატა, რომ Nord Stream 2 მხოლოდ გერმაული პროექტი არ არის.

ცნობისთვის, Nord Stream 2-ის გაზსადენი ბალტიის ზღვის ქვეშ გაივლის და უკრაინის გვერდის ავლით ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს გერმანიასა და დანარჩენ ევროპას. აღნიშნული პროექტი აშშ-ის აზრით, საფრთხის შემცველია, მათ შორის ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის.

CNBC

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.